თეა წულუკიანი: თუ ვიღაც იკითხავს - მოგეთმინათ აპრილამდე, ყოფილიყავით და იქნებ ეს დათქმები შეგესწორებინათ, ამ განხილვებმა აჩვენა, რომ არავითარ ასეთ ძალისხმევას აზრი არ ექნებოდა
„საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოს წევრობას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანოში, უბრალოდ ამ მოწვევის პარლამენტის ეს დელეგაცია, ჩვენი შემადგენლობით, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო.
„საჯაროდ გამოცხადებამდე ამ გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე როგორც თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასევე პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ცნობად, გამოხატეს წუხილი. თუ ვიღაც იკითხავს - მოგეთმინათ აპრილამდე, ყოფილიყავით და იქნებ ეს დათქმები შეგესწორებინათ, შეგეგნებინებინათ და ა.შ. ამ განხილვებმა აჩვენა, რომ ასეთ არავითარ ძალისხმევას აზრი არ ექნებოდა. ყველას, ვინც შეიძლება გააკრიტიკოს ეს გადაწყვეტილება, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს სახელმწიფო ევროსაბჭოს წევრია.
ჩვენი გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში ამ საკითხს არ ეხება. საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოს წევრობას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანოში, უბრალოდ ამ მოწვევის პარლამენტის ეს დელეგაცია, ჩვენი შემადგენლობით, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო. სხვა მხრივ, ჩვენი ამომრჩეველი აუცილებლად იქნებოდა იმედგაცრუებული და ვერ გაიგებდა. როგორც სახელმწიფო, ევროსაბჭოში წევრობას ვაგრძელებთ. ამ ორგანიზაციაში უამრავი სხვა ორგანოა, დაწყებული სასამართლოდან, გაგრძელებული მინისტრთა კომიტეტით, სადაც ჩვენი შესანიშნავი ელჩი საქმიანობას გააგრძელებს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
1738253155
სპორტილიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...
1738248558
საქართველოგამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს
გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...
1738247180
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...
1738246238
სპორტიპორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. „ოთარ მამაგეიშვილი...
1738246172
მსოფლიოღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა
ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...