უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ - იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! -ვოლოდიმირ ზელენსკი

გუშინ, უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

ზელენსკიმ რამდენიმე ფრაზა ქართულ ენაზეც წარმოთქვა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ქართულად აღნიშნული მესიჯი გამოუგზავნა: „უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ“!

„გამარჯობა საქართველო. მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს, ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა, ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს

🔵თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს - მას სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს

🔵რასაც არ უნდა დაგპირდნენ, ბიძინა მაინც გადაგაგდებთ - გია ხუხაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716065054

ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა დ...

ჰოროსკოპი

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო