ვალეში 50 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

ვალეში 50 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს. პოლიციას ახლა გამოკითხვაზე ჰყავს ადამიანი, ვინც ნაესი არახამია საწოლში სისხლიანი დანით იპოვა.

სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ასევე მეზობლებსაც.

გარდაცვლილის დეიდაშვილის თქმით, 50 წლის ქალს მტერი არ ჰყოლია.

"არ არსებობს ადამიანი, ვისაც ნაესი არ უყვარდა. ბოლოს ფსიქოლოგიურად ცუდად იყო და მკურნალობდა". - ამბობს დეიდაშვილი.
მეზობლის თქმით, გარდაცვლილმა გოგო გააცილა ახალციხეში და შემდეგ მოხდა ეს შემთხვევაც.

"გოგო გააცილა ახალციხეში და მერე თავი მოიკლაო, მაგრამ იქნება მოკლეს, რა ვიცი მე?" - ამბობს მეზობელი.
სახლი დალუქულია. ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული.

ექსპერტ კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ ეს მკვლელობა იყო თუ არახამიამ დანით ყელი თავად გამოიჭრა.

შსს ამ დრომდე ვერ აზუსტებს რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

შუახნის ქალი ვალეში 16 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს  არასრულოვანი სახლში არ იმყოფებოდა. 

წყარო:TV პირველი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

🔵როდესაც ქმარს ფეხებზე ჰკიდია უნდა თუ არა ცოლს სექსი და აიძულებს, არც ეკითხება და არც აინტერესებს ცოლის აზრი – ეს გაუპატიურებაა - ბაია პატარაია

🔵ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა და ვერ ვუკავშირდებით, 4 აგვისტოს შემდეგ ტელეფონი გათიშულია - შვილი მამას ეძებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716065054

ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა დ...

ჰოროსკოპი

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო