როდესაც ქმარს ფეხებზე ჰკიდია უნდა თუ არა ცოლს სექსი და აიძულებს, არც ეკითხება და არც აინტერესებს ცოლის აზრი – ეს გაუპატიურებაა - ბაია პატარაია

„ხალხი ღლიცინებს ქმარმა ცოლი როგორ უნდა გააუპატიუროსო, როგორ და ჩვეულებრივად: როდესაც ქმარს ფეხებზე ჰკიდია უნდა თუ არა ცოლს სექსი და აიძულებს, არც ეკითხება და არც აინტერესებს ცოლის აზრი – ეს გაუპატიურებაა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, არც ერთი ცოლი ვალდებული არ არის იძულებითი სქესობრივი კავშირი ჰქონდეს ქმართან; არც “ცოლქმრული ვალდებულებები” არ არსებობს სექსთან მიმართებით.
„ყველა სქესობრივი კავშირი ნებისმიერ წყვილს შორის უნდა იყოს თანხმობით! როცა ერთ მხარეს არ უნდა და მეორე აიძულებს – ეს გაუპატიურებაა, გინდა ქმარი იყოს, გინდა შეყვარებული და გინდა უცნობი – ყველა შემთხვევაში გაუპატიურებაა.
სხვათაშორის, ქალებს უცნობი კაცები იშვიათად აუპატიურებენ. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად, ქალს მისთვის ნაცნობი და სანდო და ზოგჯერ ძვირფასი მეგობარი ან პარტნიორი აუპატიურებს.
გეყოთ ზღაპრებში და ილუზიებში ცხოვრება! გაუპატიურებას მანიაკები კი არა, ჩვეულებრივი კაცები ჩადიან, და თავს დამნაშავედაც კი არ მიიჩნევენ, რადგან პატრიარქატში გაუპატიურების კულტურა ყვავის, რომელიც ყოველთვის გაამართლებს კაცს და ყოველთვის დასცინებს ქალს.
სულ ერთი გახმაურებული ამბავი მახსენდება: 14 წლის გოგო გაიტაცა ბიჭმა და გააუპატიურა, “ცოლად უნდოდა”, რომ გეკითხა. გოგომ იჩივლა, ბიჭი ვერ დააკავეს. 17 წლის ასაკში იგივე ბიჭმა იგივე გოგო გაიტაცა, ალბათ ისევ გააუპატიურა, თუმცა ამჯერად გოგოს არ უჩივლია. როცა გამომძიებელმა ჰკითხა, რატო არ ჩივიო, იცით რა უპასუხა? მაშინ რომ ვიჩივლე, ბავშვი ვიყავი და ბევრი რამე არ მესმოდა, ახლა კი ვიცი, რომ თუ ქმარია, ეგ ვერ გაგაუპატიურებს, ეგ ჩვეულებრივი რამეაო…
პატარა გოგო კი არა, დღეს უამრავი ქალი საქართველოში ასევე ფიქრობს, რომ ქმრისგან გაუპატიურება არ არსებობს და რომ ეს უნდა ითმინოს ცოლმა.
არა, ქალებო, არავისგან არ უნდა მოითმინოთ გაუპატიურება, მითუმეტეს ქმრებისგან და საკუთარი შვილების მამებისაგან, რომლებმაც ერისა და ბერის წინაშე დაიფიცეს, რომ უყვარდით და პატივს გცემდნენ და იზრუნებდნენ თქვენზე ჭირსა თუ ლხინში. თუ ვინმეს არ ეპატიება ქალის გაუპატიურება, პირველ რიგში ქმარს არ ეპატიება!გაიგეთ, იცოდეთ და ასწავლეთ თქვენ შვილებს: გოგოებსაც და ბიჭებსაც – თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა!“, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
🔵რა გელოდება დღეს? - 18 აგვისტოს ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1744962885
ახალი ამბებისოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...
1744961567
ახალი ამბებითბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...
1744960486
მსოფლიონეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...