ვლადიმერ ბოჟაძე: დავაინიცირეთ „ფარა“, სწორედ ისეთი ფორმით, როგორიც არის წარმოდგენილი - ქვეყანას უცხოური გავლენებისგან კიდევ უფრო დავიცავთ

დავაინიცირეთ „ფარა“ სწორედ ისეთი ფორმით, როგორიც არის წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაცული იყოს უცხოური გავლენისგან.
„იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და, რა თქმა უნდა, ყველა შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად აღმოიფხვრება. თუმცა, მთავარია, რომ „ფარა“ მთელი თავისი რესურსებით, რასაც ეს კანონი განსაზღვრავს, მივიღოთ და კიდევ უფრო დავიცვათ ქვეყანა უცხოური გავლენებისგან.
სამოქალაქო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა შეგნებულად აარიდა თავი კანონის აღსრულებას. ისინი წავიდნენ ჯარიმებზე საიმისოდ, რომ გამჭვირვალედ არ მომხდარიყო იმ ფინანსების ხარჯვა, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით და ახლა მით უმეტეს, როდესაც თავად ამერიკული მხარე საუბრობს USAID-ის, NED-ის გაუმჭვირვალობაზე, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე და სხვა თემებზე. რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან “, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უცხოურ გავლენასთან ბრძოლისთვის ამერიკული „ფარას“ ზუსტ ასლს დღეს განიხილავენ.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...