„მადლობა ჩემთვის ყველაზე რთულ დროს თანადგომისთვის, ხელის გამოწვდისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, რჩევებისთვის, გამბედაობის შთაგონებისთვის“ – ნიკოლოზ რაჭველი ლიანა ისაკაძეზე

მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ნიკოლოზ რაჭველი ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. კომპოზიტორი მას მადლობას საჯაროდ უხდის და სევდიან სტატუსს აქვეყნებს. 

„შევკრიბე ერთობლივი ფოტოების ნაწილი და ვაზიარებ… შეგრძნებები, ბგერები და ფოტოები გვრჩება აწი სახსოვრად…

იცით რა დიდი ენერგია ქონდა?

არაამქვეყნიური…

დიდი მუსიკოსი რომ იყო ყველამ ყოველთვის იცოდა, მაგრამ მასთან ერთად მუზიცირება რას ნიშნავდა და რა ბედნიერების წუთებს ჩამოარიგებდა ხოლმე ამას ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს…

დედაჩემი ისაკაძე იყო და ცხადია ჩემს ოჯახში ლიანა ყოველთვის მთავარი საკულტო პიროვნება გახლდათ და ამიტომ ჩემი დედულეთი მამის მხარეს საკმაოდ ქედმაღლურად უყურებდა. მიაჩნდათ, რომ მუსიკალური მონაცემები ისაკაძეების გენმა მისაჩუქრა. ლიანას ეს ამბავი ძალიან მოწონდა და პირველი შეხვედრისთანავე ალბათ ამიტომ გაგვიიოლდა დამეგობრება.

სავიოლინო რეპერტუარის ყველა გამორჩეული ქმნილება (მოცარტის, ბეთჰოვენის, მენდელსონის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, სიბელიუსის კონცერტები) ლიანასთან ერთად გამოვიტანე სცენაზე და რადგან ჩემთვის, როგორც დირიჟორისთვის ყველა ჯერზე ამ ნაწარმოებებს პირველად ვასრულებდი, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისგან ვისწავლე და მისი თვალით, ყურით, აზროვნებით, გულით, სულით და განცდით შევისისხლხორცე დიდ ავტორთა შედევრები…

მადლობა მადლობა მადლობა…

იმდენი რამ მაგონდება… გიჟური მოგონებები…

თავგადასვლები…

მისი ისტორია და ენერგია, რომელიც მუსიკის გზით ჩვენ ქვეყანას შემატა და უანგაროდ დაუტოვა მჯერა არასდროს გაფერმკრთალდება!

ვნატვრობ, რომ მისი სახელგანთქმული ფესტივალი, რომელიც ჩვენს დროში ჯერ ბორჯომში, მერე გონიოში, ბოლო დროს კი ბათუმსა და თბილისში ტარდება მალე დაუბრუნდეს თავის სახლს – ბიჭვინთას, სადაც დააარსა და ლეგენდარული საკონცერტო მარათონები გამართა.

Rest in Peace ჩემო უძვირფასესო, მონატრებულო და მართლა არაამქვეყნიურო ლიანა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთვის ყველაზე რთულ დროს თანადგომისთვის, ხელის გამოწვდისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, რჩევებისთვის, გამბედაობის შთაგონებისთვის და იმ ჯადოსნური ფრაზებისთვის ჟრუანტელნარევი დირიჟორობა რომ მიწევდა სცენაზე მუდამ…“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა

1728117666

სპორტი

საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

 ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პ...

საბა ქარდავა

1728115419

სპორტი

„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

 სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც  ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად. ანტონიო კონტეს გუნდს წა...

ხვიჩა კვარაცხელია