21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზიარებთ და დავალების შესრულებაში ეხმარებით. ზოგი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელიც მოგვიანებით ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი გახდება. თვითკრიტიკაში ცუდი არაფერია. პირიქით, ამ დროს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად.

კურო

თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ წვრილმანი პრობლემები ისე გაწუხებთ, რომ თავს ბედნიერად არ გრძნობთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ და საკუთარ პოზიტივს გაგიზიარებთ. შესაძლოა, კოლეგებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები

თუ ჯერ არ გესმით, სიტუაცია რამდენად სერიოზულია, მაშინ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. მიმდინარე საქმეებს რაღაც აფერხებს და საბოლოო შედეგამდე იმაზე გრძელი გზა უნდა გაიაროთ, ვიდრე გგონიათ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ შესაძლებელია, ყველაფერი მომდევნო დღისთვის გადადეთ და სახლში ცოტა ადრე წადით. ოჯახთან ერთად გატარებული დრო გაცილებით მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ცვლილებებისკენ გიბიძგებენ, რომლებისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგამ საღამოს კაფეში დასაჯდომად და სასაუბროდ მიგიწვიოთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით – შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და გაგინაწყენდეთ.

ლომი

ეს დღე შესაფერისია მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ეს უფრო დაგაახლოებთ და თქვენი გუნდური მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი გახდება. ზოგი ლომი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება, ზოგს კი ძველი სიყვარული დაუბრუნდება და ურთიერთობის განახლებას მოინდომებს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ამ შეთავაზებას მიიღებთ თუ არა.

ქალწული

ნაკლები იოცნებეთ, თორემ რეალობას მოწყდებით და სამუშაო შეუსრულებელი დაგრჩებათ. ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით - ქანცგაწყვეტამდე, შეუსვენებლად მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო საყვარელ ადამიანთან იკამათოთ.

სასწორი

პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით. გირჩევთ, სიტუაციის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ, თორემ მოვლენების განვითარების ლოდინი დიდხანს მოგიწევთ. სამსახურში საქმე უინტერესოდ მიდის, ამიტომ აჯობებს, რომ ამ დღეს მეტი დრო ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:

https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-dekembris-astrologiuri-prognozi-4564

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734699572

საზოგადოება

„არ შეიძლება ასე მოქცევა თუ შენი ქვეყანა გიყვარს“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე

„ევროვიზიის“ მონაწილე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამავე კონკურსის ფინალისტიც იყო, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. მომღერალმა საკუთარ გამომწერებს რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაუზია...

ნუცა ბუზალაძე

1734697710

ჰოროსკოპი

„ახალ წლამდე დღეში 3-ჯერ წაიკითხეთ“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ 21 დეკემბერს

„გასულ კვირასთან შედარებით ეს კვირა უკეთესია. დედამიწა დადებითი ენერგიისკენ იხრება. 21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტა...

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

1734692449

სოციალური მედია

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული მარის დედას საცხოვრებელი კონტეინერი მიუტანეს

30 სექტემბერს „ტიკტოკზე“ პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციამ მთლიანად სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც იცით, მარი ხალხის მიერ შეძენილ კონტეინერში ცხოვრ...

მარის დედა

1734690664

მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროებთან რვა გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს

საბერძნეთის სანაპიროებთან რვა გარდაცვლილი მიგრანტის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მაშველებმა კუნძულ როდოსის მახლობლად რვა მიგრანტის ცხედარი...

პოლიცია

1734684507

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.  „29-30 დე...

საქართველოს რკინიგზა