„ეს ამბავი მოითხოვს გმირის არსებობას - სწორედ მორიელის ნიშნის ამოცანას წარმოადგენს კონფლიქტების აღმოფხვრა, და იმის განმტკიცება რაც სამყაროს ძირეულ კანონებთან მოდის თანხვედრაში“ - ხათუნა ნოელი

ასტოლოგ, ხათუნა ნოელის პროგნოზი, 16 მაისის მთვარის დაბნელების შესახებ.

16 მაისის გვექნება მთვარის სრული დაბნელება, რომლითაც იხურება გაზაფხულის სეზონის დაბნელებების დერეფანი; ეს ეკლიპსი უწევს მორიელის 25°18′-ზე, პიკით თბილისის დროით 08:11:28' წუთზე.

მთვარის დაბნელება მუდამ (!) ემთხვევა სავსემთვარეობას, სხვა დროს ის ვერ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაბნელებისას ღამის მნათობი უნდა აუცილებლად მოექცეს დედამიწის ჩრდილში, ეს კი მხოლოდ მაშინ ხერხდება როცა მზე, დედამიწა და მთვარე ერთ სწორ ხაზზე გამწკრივდებიან (იხ. სურათი)

ჩვეულებრივი სავსემთვარეობებისაგან დაბნელებები განსხვავდება იმით, რომ მნათობები უსათუოდ კარმული კვანძებთან შეერთებაში ან ახლოს, იმავე ნიშანში უნდა იმყოფებოდნენ.

იმის მიხედვით, რომელ კვანძს უერთდება დაბნელების დროს მნათობი, ჩრდილოეთისას (მომავლის) თუ სამხრეთისას (წარსულის), იცვლება ამ მოვლენის მიერ წამოჭრილი აქცენტები.

ამჯერად, მთვარე მორიელის ნიშანში მოძრავ სამხრეთის კვანძს უერთდება, რაც ნიშნავს წარსულის გააზრების კარმულ აუცილებლობას, უფრო კონკრეტულად კი მორიელის ისეთი ნეგატიური თვისებებისაგან განწმენდას, როგორიცაა შურისმაძიებლობა, ნგრევა და თვითნგრევა, ძალმომრეობა, ძალაუფლების ქონის, სხვისი რესურსების ხარჯზე გამდიდრების სურვილი, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, რაიმეზე/ვინმეზე ჩაციკვლა, შავმაგიურ ძალებთან კავშირი. ეს მოცემულობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.

შესაძლოა ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უნდა მოხდეს უარყოფის უარყოფა. რადგან პოზიტივში სწორედ მორიელის ნიშნის ამოცანას წარმოადგენს კონფლიქტების აღმოფხვრა, და იმის განმტკიცება, რაც სამყაროს ძირეულ კანონებთან მოდის თანხვედრაში. ზოგ შემთხვევაში ეს ამბავი მოითხოვს გმირის არსებობას, რომელიც შეძლებს თავის გადადებას ასეთი დიდი ამოცანის შესასრულებლად. ამისათვის საჭიროა სულიერი სიმწიფე და გოცნობიერებულობა... ესაა მორიელის უმაღლესი საფეხური - რომელიც არწივის სიმბოლოთი გამოისახება. იოლი ამოცანა ნამდვილად არაა, უნდა დაინგრეს ძველი მოდელი და შეიქმნას ახალი. ასეთი გმირი იყო მაგალითად შივა, ან გილგამეში... არ ვიცი, ჩვენს დროში რამდენად მოიძებნებიან რეალური გმირები, სამწუხაროდ უფრო გამოკვეთილია ანტიგმირის სახე, რომელიც ასევე მორიელური ტიპაჟია, მაგრამ არა არწივის, არამედ რუხი ობობის (ღრიანკალის ყველაზე დაბალი იპოსტასი) საინტერესოა ეს მომენტი იმ თვალსაზრისითაც, რომ ახლა იუპიტერი (რომელსაც დაბნელების წერტილთან ჰარმონიული ასპექტი- ტრინი აქვს) უკვე ვერძის ნიშანშია გადასული, და ამ გმირის გამოჩენას წესით ამანაც უნდა შეუწყოს ხელი. იმიტომ რომ ვერძი არის იდეალისტი, სუსტების დამცველი, ჩაგრულების მფარველი...

ასე რომ ვნახოთ, ვნახოთ, ვის შემოგვთავაზებს სამყარო გმირად....

ეს ლირიკული გადახვევა შეგვიძლია იმითაც განვავრცოთ, რომ დაბნელების წერტილი პლუტონთან მოდის ჰარმონიულ ასპექტში. (არის კიდევ ტრინები მარსთან და ნეპტუნთან, მაგრამ ეს ასპექტები დაშლაზეა წასული და ესე იგი დიდად არ იმუშავებს.) აი, პლუტონი კი ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ დაბნელებისათვის, რადგან, როგორც იცით, მორიელს სწორედ პლუტონი მართავს. და მისი ჰარმონიული კავშირი ეკლიპსის წერტილთან დადებითი ძვრების, სასიკეთო ტრანსფორმაციების გარდაუვალობაზე მიგვითითებს.

სატურნი... სატურნი დაბნელების ღერძთან დაძაბულ ფიგურას- ტაუ-კვადრატს წარმოქმნის, თუმცა საბედნიეროდ ეს კვადრატებიც გაყრადია, რაც ნიშნავს რომ ამ თემამ უკვე ჩაიარა... უბრალოდ რადგან ეს კონკრეტული დაბნელება წარსულის გააზრებას მოითხოვს, ჩვენც მივაყოლოთ გონების თვალი და გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ჩვენს ცხოვრებაში ის შეფერხებები და თუნდაც კრიტიკა უფროსობისაგან, რაც ცოტა ხნის უკან გვქონდა. გავიაზროთ და გაკვეთილი გამოვიტანოთ.

თუ შევაჯამებთ ზემოთქმულს, შეიძლება დასკვნის სახით ითქვას - ერთი, საკმაოდ რთული პერიოდი დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, მაშასადამე ბრძოლაც გრძელდება. ოღონდ აქედან მოყოლებული იცვლება ამოცანები და დღის წესრიგში ძველი, ამორტიზირებული სისტემის ნგრევა დგება. რათა მერე, 8 ნოემბერს, როდესაც უკვე ამ წლის დაბნელებებს კუროში, აღმავალ კვანძთან შეერთებული მთვარის ეკლიპსი დახურავს, ახალ ამოცანებზე - ახალი, უკეთესი სამყაროს შენებაზე გადავიდეთ!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 16 მაისის მთვარის დაბნელება და მოსალოდნელი ცვლილებები

📌 ნახეთ, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგ „Her Mit“-ის რჩევები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714070396

ახალი ამბები

Balenciaga ყველაზე სასურველი ბრენდების ათეულში დაბრუნდა

აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტალის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია და...

დიზაინერი

1714068255

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან სერბი მარიცა პერიშიჩი იპონით დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედალს დაეუფლა ვაჟა მ...

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოოისტი

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ