„კვირა რთულია, 18 რიცხვამდე კოსმოსში არის შტორმი, სერიოზული პლანეტების დაპირისპირება და ურთიერთბრძოლაა“ - მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და რთული კვირაა, 18 დეკემბრამდე კოსმოსში არის შტორმი - ანუ აქ ხდება პლანეტების ურთიერთდაპირისპირება, რაც დედამიწაზე აგზავნის უარყოფით ენერგიას და აქ ეს ენერგია ადამიანებში ზედმეტ ემოციას იწვევს და ეს ყველაფერი გადასდით აგრესიაში, ამიტომ დაწყნარდით დამშვიდდით და აღივსეთ სიყვარულით“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს. 

ასტროლოგი მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„თუ ეს ამბები გინდათ რომ დაწყნარდეს ქვეყანაში, კოსმოსში გაუშვით პოზიტივი, ილოცეთ, იხუმრეთ და მეტი სიყვარული, ოპტიმიზმი გაუშვით.

მიმდინარე კვირაში კვირა დღეს 15 დეკემბერს გვაქვს სავსემთვარეობა, სადაც ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ღერზე, აქ მოდის ბევრი ემოცია და ენერგია, რასაც ბევრი ვერ ხარჯავს. ამიტომ ეცადეთ ეს ენერგია გამოიყენოთ და მართოთ სწორად.

ეს არის ქართველი ერის საგამოცდო პერიოდი სიმშვიდეზე, სტაბილურობაზე და სიყვარულზე, რომელსაც გავივლით კარგად და ღირსეულად.

მიმდინარე კვირაში კი გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე - ხუთშაბათი, შაბათი და კვირა.

ხვალ, 12 დეკემბერს სასწორებს და მორიელებს მინდა მივმართო, ცოტა ნევროზულები ხდებიან და იყავით თქვენ ნერვულ სისტემასთან ყურადღებით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, კარგად გამოიძინეთ და არ გადაიღალოთ.

თუმცა ვერ გააჩერებთ კუროს და მშვილდოსანს ხდებიან ძალიან აქტიურები და ენერგიულები.

შაბათ საღამოს და კვირას არ დაიწყოთ ახალი საქმე და არ აწარმოოთ მოლაპარაკებები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია მაქსიმალური კონტროლი გამოიჩინეთ საკუთარი ემოციების მიმართ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ტრანსპორტის მიმართ.

კურო -  ენერგოტონუს არ უჩივით ჯანზე ხართ, მაგრამ წყალქვეშა დინებებია, სხვების მიმართ ხართ ზედმეტად პრეტენზიულები და ფულის უყაირათოდ ხარჯვაზე ხართ გადასულები და შეიკავეთ შავი მსხვილი საყიდლებისგან. ასევე არ არის სასურველი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და მოლაპარაკების წარმოება.

ტყუპები - ყველაფერი უცებ და ზედაპირულად გინდათ. გამოავლინოთ დიპლომატიურობა ყველანაირ ურთიერთობაში.

კირჩხიბი - აქტიური და ენერგიულები ხართ, მაგრამ არის წყალქვეშა დინებები, ხდებით ჯიუტები და ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები.

ლომი - შეიძლება მარტივად გაცივდეთ და გადაიღალოთ, ხართ დიქტატორული და არ თმობთ არაფერს, ამიტომ უმჯობესია რაღაცები გაატაროთ და მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.

ქალწული - ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ თვითგვემას ხართ მიცემული და ამას თქვენი კონკურენტები იყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ. მიმდინარე კვირაში შეიძლება ბევრმა საყოფაცხოვრებო პრობლემამ იჩინოს თავი.

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი და ხართ არაობიექტურები, მოვლენების მიმართ გაქვთ არასწორი დამოკიდებულება, რადგან ხართ ზედმეტად ფანტაზიებში გადასული.

მორიელი - ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, მაგრამ ხართ სუბიექტურები, იმპულსურები, ჩქარობთ და უშვებთ ბევრ შეცდომებს. ინფორმაცია რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ, არ არის კარგი კაპიტალდაბანდებები და ინვესტიციები.

მშვილდოსანი - მთავარი ფავორიტები, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ შესაძლოა მშობლებთან და კოლეგებთან გქონდეთ კონფლიქტები ამ დროს ფსიქოლოგიურად იშლებით და ეცადეთ არ გააფუჭოთ ეს პერიოდი, არ იყოთ სარკასტულები.

მერწყული - არ გადაიღალოთ, გამოიძინეთ და არ გინდათ ფინანსური კაპიტალდაბანდებები. შესაძლოა იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა თავი დაისვას არასწორი დიაგნოზი.

თხის რქა - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, ფარულები მტრები, მოშურნეები თქვენ წინააღმდეგ არიან, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით

თევზები - ენერგოტონუსი მეტ ნაკლებად ჩავარდნილია, ადვილად იღლებით. გექნებათ არჩევანი პირად საქმეებსა და ვალდებულებებს შორის, აქ დაიცავით ოქროს შუალედი და არ გადახვიდეთ არც ერთ შუალედში. შესაძლოა აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733925666

საზოგადოება

„ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები“ - გენო პეტრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის თემაზე სოციალურ ქსელში დამცინავ კომენტარებს აფასებს. „მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას. საერთოდ, ტ...

გენო პეტრიაშვილი

1733923222

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7944 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1733921600

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ლიბერალური ბაბლი მას დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს

La Gazzetta dello Sport Georgia - მ გუშინ გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ლაციოს“ წინააღმდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და დაზიანება მედიალურ გვერდით იოგზე აქვს. აღნიშნულ...

ააა

1733918908

საზოგადოება

„როგორი ნაბო*არი უნდა იყო ამის დამწერი! მალე გამოჯანმრთელება“ - რას წერს ზურა ხაჩიძე კვარაცხელიას ტრავმის შესახებ საზოგადოების რეაქციაზე

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შესაძლოა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს. იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის დაზიანება მიი...

ზურა ხაჩიძე

1733915519

საზოგადოება

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა“ - რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

რევაზ ლაღიძის შვილიშვილი ირინა კლდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვლილი საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, ყ...

 ირინა კლდიაშვილი