სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დანიელ მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
პროცესზე პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ამის არგუმენტად კი პირის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.
„ჩვენი დაინტერესების საგანი იყო, სასამართლოს ემსჯელა შესაძლებლობაზე, გამოეყენებინა პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, როგორიც გახლავთ გიარო. სასამართლოს განვუმარტეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. ასევე არ არსებობდა ახალი დანაშაულის, მიმალვის, მტკიცებულებათა გადამალვის ან განადგურების საფრთხე. ეს დავასაბუთეთ კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, კონკრეტული მტკიცებულებებით. ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას. ყოველგვარი განხილვისა და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოსდა სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც აქციასთან შეხება აქვს. ფაქტობრივად, სრულად არის უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვისა და მსჯელობის საგანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულ სახდელდაკისრებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ორი წლის, რომლის დახმარებას თავად უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის არცერთ სხვა პირს არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1733923222
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7944 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1733921600
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ლიბერალური ბაბლი მას დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს
La Gazzetta dello Sport Georgia - მ გუშინ გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ლაციოს“ წინააღმდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და დაზიანება მედიალურ გვერდით იოგზე აქვს. აღნიშნულ...
1733918908
საზოგადოება„როგორი ნაბო*არი უნდა იყო ამის დამწერი! მალე გამოჯანმრთელება“ - რას წერს ზურა ხაჩიძე კვარაცხელიას ტრავმის შესახებ საზოგადოების რეაქციაზე
„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შესაძლოა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს. იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის დაზიანება მიი...
1733915519
საზოგადოება„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა“ - რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
რევაზ ლაღიძის შვილიშვილი ირინა კლდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვლილი საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, ყ...
1733912161
მსოფლიოპაპი ფრანცისკე სირიელ ამბოხებულებს მოუწოდებს, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყონ
რომის პაპმა ფრანცისკემ სირიელ ამბოხებულებს, რომლებმაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს, მოუწოდა, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება უზრუნველყონ და ის ისე მართონ, რომ ეროვნულ ერთიანობას ხელი შეუ...