„შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დროს თქვენთვის ძვირფასები იყვნენ“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. შეგიძლიათ შეუძლებელი შეძლოთ. ეს დღე საკუთარ თავზე გამარჯვების დღეა, არ გაფლანგოთ თქვენი დრო, ყურადღება, ენერგია უაზროდ. კონცენტრირდით იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია თქვენთვის“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

ვერძი - დღე თქვენთვის ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მარტივი იქნება მათი გაგება, კომუნიკაცია ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა. განსაკუთრებით ნაყოფიერად გამოიყენეთ დღის პირველი ნახევარი.

კურო - გული არ დაგწყდეთ თუ თქვენი წარმატება ისე არ უხარიათ სხვებს, როგორც თქვენ მათი. დღეს აღმოაჩენთ ნეგატიურ დამოკიდებულებებს თქვენს მიმართ და მიხვდებით, რომ მათ უფრო მეტად შურთ თქვენი და არ უხარიათ თქვენი წარმატება.

ტყუპები - თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი დღე იქნება, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი და მაქსიმალურად ეცადეთ დრო არ გაფლანგოთ. გამოიყენეთ დღე თქვენს სასიკეთოდ ნებისმიერი მიმართულებით, საქმის გადასაჭრელად.

კირჩხიბი - ნებისმიერ საქმეს, რასაც დღეს დაიწყებთ, სერიოზულად მიუდგებით. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი, იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად თვლით. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში ქალაქგარეთ გახვალთ, ან უბრალოდ გარემოს შეიცვლით.

ლომი - ეს დღე შემოქმედებითი იქნება თქვენთვის. კარგია ნებისმიერი საქმით დაკავება, რასაც შემოქმედებითობა სჭირდება. არ არის სასურველი რუტინული, დამღლელი და მოსაბეზრებელი საქმეების კეთება. ნუ იქნებით ნეგატიურად განწყობილი და არ გამოიჩინოთ აგრესია.

ქალწული - საკმაოდ ნაყოფიერი იქნება დღის პირველი ნახევარი. მარტივად გამოგივათ ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ყველაფერი თქვენს ხელთაა. დღის მეორე ნახევარში უმჯობესი იქნება თუ გარემოს შეიცვლით.

სასწორი - შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრები მოგიწიოთ სხვადასხვა ადამიანებთან. კარგი იქნება იმპროვიზაცია, განსხვავებული ხედვა და მიდგომები. მოგიწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მზად იყავით.

მორიელი - აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ეს დაგეხმარებათ იმედგაცრუების თავიდან არიდებაში. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე, მოთმინება, არ არის სასურველი აჰყვეთ ემოციებს, ცდუნებებს, ცუდ განწყობას, განცდას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი თავისით გამოსწორდება. მთავარია ობიექტურად, რეალურად შეხედოთ სიტუაციას.

მშვილდოსანი - განსაკუთრებით ეშხიანები იქნებით. თქვენი ოპტიმიზმი გადამდები იქნება და გაგიმარტივდებათ ურთიერთობები. შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანები და ძვირფასები იყვნენ.

თხის რქა - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ, შემოინახეთ მეორე ნახევარში, რადგან ე პერიოდი უფრო ნაყოფიერი იქნება.  პირველ ნახევარში შესაძლოა გამოჩნდეს შეფერხებები, უსიამოვნებები, დაძაბულობები, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება.

მერწყული - დღე შესაძლოა დაძაბულად დაიწყოს, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და მეტად სასიამოვნო, დადებითი იქნება. გადაანაწილეთ დრო სწორად.

თევზები - თუ რაიმე იდეა, გეგმა გქონდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. თუ რამე ადგილის მონახულება გინდოდათ წადით. ნებისმიერი ქმედება, რაც დღეს გინდათ გააკეთოთ, წარმატებული იქნება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1729167308

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...

თამო ვაშალომიძე