შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასტროლოგიური მოვლენა ჯერ კიდევ წინაა, 17 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სახიფათო სუპერმთვარეობაა - რისი გაკეთება შეიძლება და რა არ არის რეკომენდებული ამ დღეს

მიუხედავად იმისა, რომ დაბნელების დერეფანი უკან ჩამოვიტოვეთ, შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასტროლოგიური მოვლენა ჯერ კიდევ წინაა. 2024 წლის 17 ოქტომბერს სავსე მთვარე გველოდება. მას განსაკუთრებული გავლენის გამო, მონადირის სავსე მთვარესაც უწოდებენ და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თარიღად ითვლება. როგორც ცნობილია, ოქტომბრის სავსე მთვარე ბევრად ადრე ამოდის და უკეთაც ანათებს, რაც მონადირეებისათვის ყოველთვის დიდი შეღავათი იყო.

17 ოქტომბრის სუპერმთვარე ვერძის ნიშანშია. ცეცხლის ნიშნის ენერგია დაგეხმარებათ, საკუთარი თავი უსარგებლო ინფორმაციის, ურთიერთობებისა და კომუნიკაციისაგან გაათავისუფლოთ, განდევნოთ დამანგრეველი ემოციები, რომლებიც თვეების განმავლობაში გროვდებოდა და განსაკუთრებით გაზარალებდათ.

2024 წლის 17 ოქტომბრის სავსე მთვარე თითოეულ ადამიანს უნიკალურ შანსს აძლევს, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. თუ უკვე დიდი ხანია, რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ, საკუთარი საქმის წამოწყებაზე, არსებული პროექტების განვითარებაზე, შესწავლაზე, ჰობისთვის მეტი ყურადღების დათმობაზე ფიქრობთ, მაგრამ დრო, ენერგია და შემართება არ გყოფნიდათ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ,,დიდი“ მთვარე ნებისმიერ მცდელობას, თუ ის გულიდან მოდის და გულწრფელია, ხელს უწყობს და წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. როგორც აღვნიშნეთ, სწავლის დასაწყებად შესანიშნავი დროა. 

თუმცა, ასევე, თუ აღნიშნულ დღეს მოგზაურობას ან შორ მანძილზე გადაადგილებას გეგმავთ, ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, გზებზე ხარვეზების რისკი იმატებს. ბილეთები და სხვა სახის დოკუმენტები შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი რიგზეა.

გარდა დადებითი ეფექტისა, 2024 წლის 17 ოქტომბრის სავსემთვარეობას საკმაოდ საყურადღებო გავლენაც აქვს. ვერძის ენერგიამ შესაძლოა, ისეთ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანოს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვინანებთ. აღნიშნულ დღეს ემოციური ფონი განსაკუთრებით მოიმატებს. ამიტომაც, სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გარდა ამისა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოვერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე კამათიც კი შესაძლოა, ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და აგრესიის მართვა გაგიჭირდეთ.

ამავე დღეს შესაძლოა, მომატებული გაღიზიანება იგრძნოთ და მოტივაციაც დაკარგოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ეს ემოცია მალევე გაივლის.

17 ოქტომბრის სავსემთვარეობა გავლენას ყველაზე მეტად ცეცხლის ნიშნებზე - ლომზე, მშვილდოსანსა და ვერძზე მოახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათთვის აღნიშნული თარიღი განსაკუთრებით ემოციური იქნება. შესაძლოა, უიმედობა იგრძნოთ, ის, რაც ძალიან გაინტერესებდათ, მოგეჩვენოთ, რომ სრულიად უაზრო და არასაჭიროა, არსებულ ურთიერთობებში ეჭვი შეგეპაროთ და ყველაფრის გაჩერება გადაწყვიტოთ. თუმცა, თქვენი მთავარი ამოცანაა, ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები პასუხისმგებლობების უგულებელყოფისკენ იქნებიან მიდრეკილნი და უჩვეულო პოზიციაში აღმოჩნდებიან.შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ძალიან უცნაური ჩაიდინოთ, რაც შემდეგში საკუთარი თავისგან თავადაც გაგიკვირდეთ.

სასწორის, კირჩხიბის, მორიელისა და ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისათვის ეს დღე უმტკივნეულოდ ჩაივლის და რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ხელი შეგიშალოთ, მომატებული ემოციურობაა. შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა ადამიანებზე გავლენას მომდევნო 3 დღის შემდეგაც მოახდენს, ამიტომ ყურადღებით იყავით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1744895988

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7523 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარი

1744894234

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მაგარ ფორმაშია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში ეხმარება. მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მ...

გიორგი მამარდაშვილი