ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ნოემბერში შესაძლოა, გარკვეული სირთულეები და უსიამოვნებები შეხვდეთ

2024 წლის ნოემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეხვდეს და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. თუმცა, ასტროლოგებს თქვენთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ, თუ როგორ შეიძლება, უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ: 

მორიელი

2024 წლის ნოემბერი ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. სავსე მთვარე, რომელიც 15 ნოემბერს კუროს ნიშანში იქნება, გაიძულებთ, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება - მზად ხართ ახლანდელ პარტნიორთან ურთიერთობა გააგრძელოთ თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და უნდა დაასრულოთ? რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რასაც შესაძლოა, თან შფოთვა და ნერვიულობა ახლდეს. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ეს გადაწყვეტილება იმპულსურად არ მიიღოთ და კარგად შეაფასოთ სიტუაცია.

ზოგადად, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ნოემბრის თვის განმავლობაში კომფორტის ზონის დატოვება არაერთხელ მოუწევთ, თუმცა ეს გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ და წინსვლა განაგრძოთ.

სასწორი
 
შესაძლოა, სასწორებს ფინანსური თვალსაზრისით გარკვეული სირთულეები შეექმნათ. გაუთვალისწინებელი ხარჯები განსაკუთრებით შეგაწუხებთ. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ხარჯები გააკონტროლოთ და დანაზოგი გააკეთოთ, რაც შემდეგში აუცილებლად გამოგადგებათ.

ასევე, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, დიდ შესყიდვებს ნოემბერში ნუ განახორციელებთ. შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ და თანხაც არამიზნობრივად დახარჯოთ. დრო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ. ნუ უგულებელყოფთ საყურადღებო ნიშნებს და ექიმს მიმართეთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნოემბერში ექსტრემალურ გართობას ან მოგზაურობას მოერიდოთ, რადგანაც შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმეთ.

კირჩხიბი

2024 წლის ნოემბერში კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ღალატის, ტყუილისა და მანიპულაციის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განსაკუთრებით ემოციური იქნება. ნოემბერში საკუთარ ინტუიციას განსაკუთრებით უნდა ენდოთ. თუ იგრძნობთ, რომ ვინმე გატყუებთ ან გრძნობების გამოხატვისას არაგულწრფელია, დიდი ალბათობით, არ გეჩვენებათ. ყველაზე უსიამოვნო კი იქნება ის, რომ თქვენთვის ახლობელი ადამიანები, მეგობრები, ნათესავები ნამდვილ სახეს გამოავლენენ და ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობას სამუდამოდ გაწყვეტთ.

ნუ ინერვიულებთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორი ადამიანები გყავთ ირგვლივ და ვის უნდა ენდოთ. ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება თქვენს ცხოვრებაში ახალ, ბევრად სასარგებლო კავშირებს შემოიტანს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი