3, 400 იტალიელი ჯარისკაცი მზადაა - ყველაზე ბნელი დღეები ევროპის ისტორიაში. რა სანქციებს დაუწესებს იტალია რუსეთს

იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ საზოგადოებას პარლამენტიდან აცნობა იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ევროპა მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს, მარიო დრაგიმ, პარლამენტში უკრაინის კრიზისის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პრემიერმა დაგმო რუსეთის აგრესია და პრეზიდენტ ზელენსკის  სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

„ევროპაში ომის დაბრუნება შეუძლებელია. იტალია აბსოლუტური სიმტკიცით გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა, დილით პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარზე.

ევროპასა და ნატოს პასუხი კომპაქტურია. ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით უკვე გააქტიურდა, განმარტა პრემიერმა. “გუშინ ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის დებულებების საფუძველზე და დაამტკიცა ეტაპობრივი რეაგირების ხუთი გეგმა, რომელიც ამ პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს აღმოსავლეთში შემაკავებელი პოზის კონსოლიდაციას“.

იტალია მზადაა უკრაინას არმიის, საზღვაო ძალების და საჰაერო ძალების დაახლოებით 1400 კაცი და დამატებით 2000 ჯარისკაცი მიაშველოს.

ამავდროულად, გაერთიანებულმა ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაატარა, „ ძალიან მკაცრი და მკვეთრი ზომები, რომლებიც მზადდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში “. საკანონმდებლო აქტები ამჟამად ბრიუსელში განიხილება, ამიტომ პრეზიდენტმა დრაგიმ ვერ შეძლო დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ამ საკითხებზე პრემიერი ვრცელ განცხადებას სამშაბათს გააკეთებს. მოსალოდნელია, რომ სანქციები დაწესდება ფინანსურ და ენერგეტიკის, ასევე ტექნოლოგიურ სექტორზე.

სხვა სიახლეები:

🔵 ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პაპმა პროტოკოლს გადაუხვია და კონფლიქტის დროს საელჩოში თავად მივიდა

🔵 “წმინდანის ქანდაკება, ყვავილების თაიგულით შევამკე, სადაც ამ წუთებში რუსი, ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ“ - ქალაქ ბარის მერი

🔵 იტალია: “ქართულ დროშას სადაც ნახავთ იქ მოგროვდით გთხოვთ“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735415194

საზოგადოება

ანსამბლი „შვიდკაცა“: ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა - ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ყოფს და ანგრევს

 ანსამბლი „შვიდკაცა" 25 წელზე მეტია სიმღერითა და გალობით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და დედა ეკლესიას. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა. განცხ...

შვიდკაცა

1735409019

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე: დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია, ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა

 გიორგი გამსახურდია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი. რ...

გიორგი გამსახურდია

1735404066

საინტერესო ამბები

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში და რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

 როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე, გვასწავლის მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).   „ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღ...

ხატები

1735399887

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალადაჯილდოება ჩაატარა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟ...

მამარდაშვილი

1735394074

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს, იმდენად არაობიექტურად და ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული განცხადება, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა

 „საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქციების ქვეშ, ეს მისთვის, ჩვენი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის არახა...

კირცხალია