“წმინდანის ქანდაკება, ყვავილების თაიგულით შევამკე, სადაც ამ წუთებში რუსი, ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ“ - ქალაქ ბარის მერი

იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ ბარის მერი, ანტონიო დეკარო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ეწვია. 

„წმინდანის ქანდაკება, უკრაინის დროშის ფერებში შეკრული ყვავილების თაიგულით შევამკე, სადაც ამ საათებში ბარის თემის რუსი, ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ.“ - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ანტონიო დეკარო და ფოტოს აქვეყნებს.

„2003 წელს პუტინმა წმინდა ნიკოლოზის ქანდაკება გადასცა ქალაქ ბარს, დიალოგის, სტუმართმოყვარეობის და ძმობის სახელობის წმინდანის, წმინდანის, რომელიც აერთიანებს და არ ყოფს.

მე ავირჩიე ეს სიმბოლური ადგილი, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დასაგმობად.  ავირჩიე, ჩემი მტკიცე პოზიციის გამოსახატავად და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის და თანაგრძნობის გამოსახატავად.
წმინდანის ქანდაკება, უკრაინის დროშის ფერებში შეკრული ყვავილების თაიგულით შევამკე, სადაც ამ წუთებში ბარის თემების რუსი, ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხი მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ.“ - წერს ანტონიო დეკარო.

მკითხველს შევახსენებ, რომ დღეს დღეობით, ქალაქ ბარიში ყველაზე ხალხმრავალი ქართული დიასპორა არის თავმოყრილი.

სხვა სიახლეები:

📌 Exclusivetv.ge-ს ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის კითხვა ტოსკანას პრეზიდენტს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (ვიდეო)

📌 „ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა - უკრაინელი ხარ?! - არა ქართველი! საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ - ემიგრანტის წერილი

📌 იტალია: “ქართულ დროშას სადაც ნახავთ იქ მოგროვდით გთხოვთ“

📌 ესპანეთი: “გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით. კიდევ უფრო მეტად გაკვირვებული ვარ, რამხელა თანადგომას გვიცხადებენ ჩვენ, ქართველებს“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი

1791558292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...

ლევან მაჭავარიანი