როგორ დავკიდოთ ხატები სახლში და რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

 როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე, გვასწავლის მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).  

„ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება", - ბრძანებენ წმინდა მამები.

სალოცავი კუთხე

ყველა ქრისტიანის ოჯახში აუცილებელია, გამოყოფილი იყოს სალოცავი კუთხე, სადაც დილით, ხელ-პირდაბანილი, ლოცვას წაიკითხავთ.

სამლოცველო უნდა განთავსდეს აღმოსავლეთით, საიდანაც ამოდის მზე, იქიდან უნდა იყურებოდნენ ანგელოზებიც. 
კარგი იქნება, თუ სალოცავ კუთხეს წყნარ ადგილს მიუჩენთ. როდესაც სამლოცველო სახლის ცენტრალურ ოთახშია განთავსებული, აუცილებელია, გამოვყოთ სპეციალური ფარდით.

ხატები სახლში

სასურველია, პატარა ზომის ხატები ყველა ოთახში ჩამოვკიდოთ ან დავასვენოთ.

ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის საწოლის თავზე ხატის დადება/დაკიდება აუცილებელია, ეს მათ კავშირს უფრო გაამყარებს.

ხატს სჭირდება მოწიწება, უნდა მოარიდოთ ღრეობას და ზედმეტ ქცევებს.

ხატები თვალის სიმაღლეზე ან უფრო მაღლა უნდა მოათავსოთ.

ხატი სამლოცველო კუთხეში დაბრძანებამდე კარგია, აკურთხებინოთ მოძღვარს ხატის სახელზე.

აუცილებელია სახლის კურთხევაც წელიწადში ერთხელ.

სახლის კარზე და მის გარეთაც სასურველია ეკიდოს სპეციალური დაცვის, მფარველობის სათხოვნი ხატები, მთავარანგელოზის ლოცვები.

სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ, აგრეთვე, სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდეები, როგორიცაა: ნაკურთხი წყალი, საეკლესიო სანთლები (ტაძარში შეძენილი), სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან).

რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები.

ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების - წმინდა ნინოსი, ქართველი ერის მფარველის - წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის - წმიდა ნიკოლოზის ხატები.

აუცილებელია, მაცხოვრის ხატი იყოს მარჯვენა მხარეს. მის მარცხნივ უნდა იყოს ღვთისმშობელი.
შემდეგ საჭიროა, ეკიდოს ჯვარი.

შეიძლება მაცხოვრის მარჯვნივ წმინდა გიორგის ხატის დაბრძანება.

საქართველოს დიდება არის დიდი სასწაული, ზედ გამოსახულია სვეტიცხოველი, სადაც უფლის კვართია დასვენებული. იგი ძლიერი ხატია და შეიძლება ჯვრის შემდეგ დაიდოს.

იერარქიულად ვკიდებთ: მაცხოვრის ხატს, ღვთისმშობლის ხატს, ჯვარს, ანგელოზების ხატებს, მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, წმინდა მამებს, ღირს მამებს, ღირს დედებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755629334

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატი ნოდარ გიორგიძე: განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოეწყო ტურისტული სივრცეები, უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით

 „ვარ ბაღდათელი, ამასთან ერთად, ამ 8-წლიანი გამოცდილებით, 2017 წლიდან, უფრო სიღრმისეულად გავიცანი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის საჭიროებები. თითოეული ბაღდათელისთვის ჩვენი კარი ღია იყო, აქტიურად ვუსმენდ...

ნოდარ გიორგაძე

1755627549

მსოფლიო

კაია კალასი: პუტინს არ შეიძლება ენდოთ რაიმე დაპირებისა თუ ვალდებულების შესრულებაში

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა ხელახალი თავდასხმა თავიდან იქნეს აცილებული. „ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐ...

ზოგადი

1755624162

ახალი ამბები

საქართველოს პირველი ლედის ინიციატივითა და პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკის საღამო გაიმართა

 საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ინიციატივითა და პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტზე წარმოდგენი...

საქართველოს პირველი ლედის ინიციატივითა და პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკის საღამო გაიმართა

1755624038

ახალი ამბები

ბექა გელენავა: ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა

 ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა...

ბექ

1755621768

მსოფლიო

პუტინმა ზელენსკის შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა - AFP

 „კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უკრაინელმა ლიდერმა უარი თქვა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine AFP-ზე დაყრდნობით იტყ...

ზელენსკი და პუტინი