"ზედმეტი სითბო და ალერსი, რყვნის და აფუჭებს ბავშვს" - მითი თუ რეალობა - პროფესორის განმარტება

პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას:

"აღმოჩნდა, რომ როდესაც ნაყოფს დედა და მამა ეფერება, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია.

ყველას უნდა გონიერი, მამაცი, ლამაზი შვილი ჰყავდეს. ამ ყველაფრის საფუძველი კი სწორედ ჯანმრთელობაა. თითქოს, ყველაფერში ზომაა საჭირო. მაგრამ, როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არსებობს.

იყოს უსაზღვრო, რაც მეტი - მით უკეთესი.

რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, ამბობენ. მაგრამ ამ გაძლიერებაში იმდენი ენერგიის ხარჯვა სჭირდება ორგანიზმს, იქნებ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები არ შევუქმნათ ბავშვს. ცნობილია ნაპოლეონის ქირურგის დაკვირვება, რომელიც საველე ქირურგიის მამამთავარი გახლდათ. ის ამბობდა, რომ გამარჯვებულ ჯარისკაცებში ჭრილობები უფრო სწრაფად ხორცდებაო.

წარმოგიდგენიათ, თითქოს ჭრილობა სულ არაა ტვინთან კავშირში, მაგრამ დადებითი ემოციები ამაზეც კი მოქმედებს.

ძალიან ბევრი დაავადებაა, სადაც მეტ-ნაკლებად დამტკიცებულია დადებითი ემოციები როლი.

თუნდაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ასთმური და შეტევითი ხველა, კანი, სახსრები - თითქმის ყველა სისტემაში ფსიქოსომატური ფონი მონაწილეობს და მამაჩემი სწორედ ფსიქოსომატური მიმართულების მომხრე იყო.

მე უფრო ორგანიკოსი ვარ, მორფოლოგიურ, ორგანულ ცვლილებას ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის, მეორე მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექიმი ფსიქოსომატიკოსია.

გარდა ჰორმონული ცვლილებებისა, ემოციური ფონის როლს სხვა მტკიცებულებაც აქვს - ტვინიდან კუჭნაწლავამდე ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ქერქვეშა კერები, ნეიროენდოკრინული სისტემა, ნეიროიმუნური სისტემა, ნერვული წნულები კუჭ-ნაწლავში და მიკრობიოტა, იგივე კარგი ბაქტერიები - ეს ყველაფერი ჯამში, ყველაფერზე მოქმედებს და ყველა დაავადება მათი სისუსტის ფონზე უფრო მკაფიოდ და მძიმედ მიმდინარეობს.

მაგალითად, ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრავმაა მშობლის ავადმყოფობა და მშობლების დაცილება, მინდა ყველა მშობელს მივმართო, რომ როგორმე, რამდენადაც შესაძლებელია, ეს აიცილონ თავიდან.

დამტკიცებულია, რომ სტრესი და სიამოვნების ჰორმონების დეფიციტი, სტრესული ჰორმონების სიჭარბე, იწვევს დიდ იმუნოლოგიურ დარღვევებს. ეს გამოვლინდება სიმსივნეებში, ძირითადად კი ინფექციების მიმართ მდგრადობის შემცირებაში, ხშირად ავადობაში. ამიტომ სიხარული და სიამოვნება უნდა მივანიჭოთ ერთმანეთს" - ამბობს ყარამან ფაღავა.

წყარო: mshoblebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ზამთრის საბურავებით ამ ადამიანს მოუცურდა და საპატრულო ეკიპაჟს დაეჯახა, ზარალი დაახლოებით 15 000 ლარია - არ წახვიდეთ გომბორით"   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა