მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს ნატოს ღირსეული წევრი - დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ნატოს სამიტის დეკლარაციას სპეციალურ ბრიფინგზე ნატოს კომუნიკეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები საქართველოს პროგრესს პოზიტიურად აფასებენ.

„საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით.

„მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი

1714073677

ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტე...

ჰოროსკოპი

1714070396

ახალი ამბები

Balenciaga ყველაზე სასურველი ბრენდების ათეულში დაბრუნდა

აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტალის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია და...

დიზაინერი

1714068255

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან სერბი მარიცა პერიშიჩი იპონით დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედალს დაეუფლა ვაჟა მ...

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოოისტი