ნატო: ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ქვეყნების ინტეგრაციას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან

ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, - ნათქვამია ნატოს სამიტის დეკლარაციაში.

„ვაშინგტონის ხელშეკრულების მე -10 მუხლის შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რაც ისტორიული წარმატებაა. გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი საგრძნობი დემონსტრირებაა. გაფართოების თანმიმდევრულმა რაუნდებმა გააძლიერა ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროპული კონტინენტის მასშტაბით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გავრცელებითა და კონსოლიდაციით“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატოს ლიდერები აღნიშნავენ, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს, სურთ და შეუძლიათ იკისრონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, ხელი შეუწყონ ხელშეკრულების პრინციპების შესრულებას და რომელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ზონის უსაფრთხოებას.

„გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები თავად ნატოს ეხება. არცერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ამ პროცესში ჩარევა. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ქვეყნების ინტეგრაციას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, თითოეულ ქვეყანაზე მათი დამსახურებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ განაგრძონ საჭირო რეფორმებისა და გადაწყვეტილებების მიღება წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ძალისხმევის მხარდაჭერას და ველოდებით, რომ საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ მათი მისწრაფებების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი