რატომ განვითარდა შოვში მეწყრული პროცესები - გეოლოგი განმარტავს

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, რა შეიძლება გამხდარიყო გუშინ მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას თან დაერთო უხვი ნალექი.

უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა", - ამბობს გეოლოგი.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.

"დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. მსგავსი პროცესების მასშტაბი შეგვიძლია შევადაროთ თბილისის სტიქიას, დევდორაკის სტიქიას, თუმცა ახლა მასის მოცულობა, ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში", - განაცხადა მან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დილის 10:00 საათზე მედიასთან აღნიშნა, რომ ვერ უკავშირდებიან შოვში მყოფ 35 ადამიანს. 11:00 საათზე მედიას შსს-ში უთხრეს, რომ შოვში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1729167308

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...

თამო ვაშალომიძე

1729163404

ახალი ამბები

მაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია იმასთან დაკავში...

კაცის ცხედარი ამოიყვანეს

1729161010

საზოგადოება

ცნობილია, ვის დაუპირისპირდება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში

შვეიცარიაში, უეფას სათავო ოფისში ჩატარებულ წილისყრაზე გაირკვა, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატია იქნება. საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ორმატჩიან დაპ...

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები