თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა

„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა. ეს მოხდება იმ დოზების ხარჯზე, რომელსაც ქვეყანა ელოდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები მოლებთან და შერჩეულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობას.

„ჯამურად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისთვის და აცრილი ადამიანების საკმარისი რაოდენობა მივიღოთ, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს, კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა