გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა 5 მოთამაშეს შორის, რომლებიც იანვარში შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადავიდნენ - „მზად არის უმაღლეს დონეზე თამაშისთვის“
premierleague.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, სპორტის ჟურნალისტი ადრიან კლარკი ასახელებს ხუთ სპორტსმენს, რომლებიც შესაძლოა, იანვარში პრემიერ ლიგაში გადავიდნენ.
ჩამონათვალში მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად, ინგლისურ კლუბ „უოტფორდში“ თამაშობს.
როგორც პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, 25 წლის ქართველი უკვე მზადაა, ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატიდან სათამაშოდ პრემიერლიგაში გადავიდეს.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „უიტფორდის“ გულშემატკივრებს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს, როდესაც ბურთით არის. ეს 25 წლის მოთამაშე, რომელიც ბრწყინვალე „დრიბლინგს“ ფლობს, გამუდმებით გვერდს უვლის მეტოქე მცველებს და დასკვნით ფაზაშიც ყოველთვის ახერხებს თამაშის გამწვავებას.
ჩაკვეტაძემ, რომელიც უფრო მომენტების შემქმნელია, ვიდრე ბომბარდირი, მიმდინარე სეზონში 57 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. შემტევი ნახევარმცველი მარცხენა ფრთაზე, „ათიანის” როლში მოქმედებს, თამაშში საკვანძო 45 პასით კი ის დივიზიონის რეიტინგის სათავეშია. თვალშისაცემია სტანდარტული დარტყმების გათამაშების დროს ჩაკვეტაძის ჩართულობაც.
ჩაკვეტაძე შრომისმოყვარე, გუნდური მოთამაშეა, რომელიც კარგად არის ჩართული პრესინგში. მომენტების შექმნის ჯადოსნური უნარი ჩაკვეტაძეს განსაკუთრებულ ტალანტად აქცევს და გასაკვირი არ არის, რომ პრემიერლიგის კლუბები ქართველით დაინტერესებულები არიან.
სწორედ მისი ტალანტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის, უმაღლეს დონზე თამაშისთვის მზადაა”, - ვკითხულობთ სტატიაში.
1791138233
ახალი ამბებიგარდაბანში კაცი მოკლეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი თანასოფლელებს შორის კამათის დროს მოხდა. 35 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ის...
1791134728
ახალი ამბებისაპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა. თბილისის საპატიო მოქალაქეები გახ...
1791133529
ახალი ამბებიკახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმ...
1791130090
მსოფლიოესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კატალ...
1791127059
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშ...






























