ბელგიის ქალაქების მერები ევროპის მასშტაბით ფოიერვერკების გაყიდვაზე აკრძალვის შემოღებას ითხოვენ
ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიღებული ტრავმების სერიის შემდეგ, ბელგიაში კერძო პირებისთვის ფოიერვერკების მიყიდვაზე აკრძალვის შემოღებას განიხილავენ. როგორც Politico წერს, აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, საკმარისი იქნება ეროვნულ დონეზე აკრძალვა, თუ მისი გაფართოება ევროპის მასშტაბით გაყიდვებზე იქნება საჭირო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბელგიის ქალაქების მერები ფეიერვერკების გაყიდვაზე ემბარგოს მთელი ევროპის მასშტაბით ითხოვენ, თუმცა, ცხოველების უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა ამოქმედდეს.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა ფეიერვერკების გაყიდვაზე აკრძალვა ადგილობრივ დონეზე უკვე შემოიღო, თუმცა ფლამანდიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის განცხადებით, ფლამანდიის რეგიონის ხუთი მერიდან ოთხს, საერთო ეროვნული აკრძალვის შემოღება სურს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე, დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება. ადამიანები კიდურებს იზიანებენ, ზოგი ადამიანი კი, ფოიერვერკს საგანგებო სამსახურების თანამშრომლებსა და პოლიციელებზე თავდასხმებისთვის იყენებს. ეს პრობლემა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა“, - მოჰყავს გამოცემას უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნატალი დებასტის სიტყვები.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია VVSG-ში აცხადებენ, აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა გავრცელდეს, რათა ხალხმა კანონს გვერდი არ აუაროს საზღვრის გადაკვეთითა და ფოიერვერკის სხვა ქვეყანაში შეძენით.
1736168761
ახალი ამბებიილია მეორე: გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით
„ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კა...
1736164680
ახალი ამბებისაქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარე...
1736163558
ჰოროსკოპი6-12 იანვარი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ: 6 იანვარი ეს ცოდნის მი...
1736160156
ახალი ამბებიშობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება
შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. 6 იანვრის 23:00 სა...
1736157478
ახალი ამბებიალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს ალილოს მსვლელობა გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მსვლელობის გამო, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდე...