26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სადამკვირვებლო მისიებთან, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ყველა მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა და მათი დროული ინფორმირება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ვისაუბრე უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენაზე. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ადმინისტრაცია ყველანაირ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები, როგორც ტექნოლოგიური ინტერვენციის, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით.

მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება.

18 ოქტომბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729241516

საზოგადოება

📸 ისტორიული პროექტი დასრულდა - ნახეთ, როგორ გამოიყურება რუსთაველი-მთაწმინდის განახლებული საბაგირო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.  „გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულ...

 განახლებული საბაგირო

1729238741

საზოგადოება

ძლიერი წვიმა, თოვლი და ზღვაზე შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.  „22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგ...

ზოგადი

1729238134

საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მო...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1729234911

საზოგადოება

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

ტელეწამყვანი

1729230746

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

18 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერ...

ზოგადი