ემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ, - განაცხადა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“.
მან კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.
„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.
პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოსდაბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავსვამდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
1743787475
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ ანრი ოხანაშვილი სუსის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან სუსის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის დანიშვნის შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი ამ უმნიშვნელოვანე...
1743786302
ახალი ამბებიპრემიერი: მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის და ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ა...
1743785229
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფ...
1743783672
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: მადლობა ნდობისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში, ჩემს ხალხს მოვახმარო
„მადლობა ნდობისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა სულხან თამაზაშვილმა....
1743783110
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და...