ირაკლი კობახიძე: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მივესალმებით

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება.

"ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯოს. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული - არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. [რუსეთთან] ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ.

ჩვენი პოზიცია მარტივია.

ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს რუსეთმა საქართველოს დაუწესა. რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა დაამძიმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს 800 000 მოქალაქე ცხოვრობს.

თუ რუსეთი ამ სანქციას მოხსნის და ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამას მივესალმებით იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი თანამემამულეებისა და თანამოქალაქეებისთვის შეღავათი იქნება. ეს ჩვენი ძალიან ცხადი პოზიციაა", - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ უწყების ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედი აქვს, ისინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.

შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს" - ლავროვი

* „დაგვტოვე უამრავი ლამაზი მოგონებების ამარა და შენი ამქვეყნად უკვე აღარ ყოფნის გამოწვეული უსაზღვრო ტკივილით“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი