კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ

2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა დააჯილდოვა.

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები  შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

I ადგილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და  ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეებმა: საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ დაიკავეს პროექტით „თერმული წყლები“.

II ადგილის მფლობელები ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა ყუფარაძე და მარიამ პერანიძე გახდნენ პროექტით: „YourDriveIO“.

III ადგილი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის XI კლასის მოსწავლეებმა: გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ და ირაკლი რაზმაძემ მოიპოვეს პროექტით „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“.

უწყების ცნობით, პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2000 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის პოპულარული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსი ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს და ახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 გიორგი ფხაკაძე: დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში, 11-მა დანიაში. დასკვნა თქვენ თვითონ დაწერეთ

🔲 ბებია, რომელმაც შვილიშვილს სათამაშო კაქტუსი უყიდა ამბობს, რომ სათამაშო იგინება და კოკაინის მოხმარებაზე მღერის

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე