ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე: არც კი ვიცი რა სიტყვებით ვამცნო მთელ მსოფლიოს, რომ მიშა სულ უფრო და უფრო ცუდადაა - ბოლო დღეებში მისი წონა 68 კგ გახდა და ის შშმ პირის ეტლით გადაადგილდება

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასწრაფოდ სჭირდება ისეთ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო და შესაბამისი მკურნალობა.

იასკოს თქმით, რუსული პროპაგანდა ნამდვილად კარგად მუშაობს და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიმართლის დისკრედიტაცია და გაუფასურება.

"არაფერს არ ვწერ ქართულ პოლიტიკაზე, არაფრის თქმა არ მსურს მაგაზე, როდესაც მიშას ასეთი უბედურება სჭირს.

მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდადაა.

ესენი კი გვიყვებიან, რომ ის კარგად არის.

საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მას სასწრაფოდ სჭირდება ისეთ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო და შესაბამისი მკურნალობა. 

ბოლო დღეებში მისი წონა 68 კგ გახდა და ის შშმ პირის ეტლით გადაადგილდება.

კარგავს გონებას, ასევე გაურთულდა ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური პრობლემები.

არც კი ვიცი რა სიტყვებით ვისაუბრო ამის შესახებ და ვამცნო მთელ მსოფლიოს.

რუსული პროპაგანდა ნამდვილად კარგად მუშაობს და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ხდება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიმართლის დისკრედიტაცია და გაუფასურება", – წერს ლიზა იასკო.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

* სამტრედიაში, კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა