„მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ…“ – მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც ინდირა ამბობს, კესოსთან ხშირად უსაუბრია, შეიძლებოდა თუ არა მისი მეგობარი ბიჭის ნდობა.

მომღერლის თქმით, ის გარდაცვლილს მუდამ უმეორებდა რომ ის ვინც, ერთხელ იძალადებს, ამას მუდმივად გააკეთებს და მასთან კავშირი უნდა გაეწყვიტა.

„ტყუილი მეგონა, გავედი გარეთ და ვურეკავდი. დაახლოებით ათ საათზე თურმე უკვე აღარ იყო. მე და კესოს ხშირად გვქონდა საუბარი იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭის ნდობა, რომელმაც არა ერთხელ იძალადა და გამოავლინა მანიაკალური თვისებები. როდესაც მაგ პირუტყვთან ერთად იყო და რაიმე საქმეზე ვურეკავდი, მწერდა „აუ ჩიტო მოიცა რა, ბექა არის აქ და ვერ გელაპარაკები“…ამ ბიჭთან შეუძლებელი იყო საუბარი, იმდენად ჩაკეტილი ჰყავდა ეს გოგო. შემდეგ ეგონა რომ უყვარდა.

მე ვეუბნებოდი, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ დაგარტყა, ის სულ დაგარტყამს, მაგრამ კესოს ეგონა რომ შეიცვალა და მას ძაან უყვარდა. რთული იყო ამის არ დაჯერებაც, რადგან ხშირად იყო კესოსთან. მე ვიდეოც მინახავს, როგორ რეცხავდა ჭურჭელს იმ სამზარეულოში, სადაც კესო სიცოცხლეს გამოასალმა. მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად გამოვაქვეყნებ. კესოც გამართლებას უძებნიდა, რა ქნას ადვილი ხომ არაა, კესარიას ქმრობა რომ უნდაო. იმ ხალხს კი, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერთ, შეგრცხვეთ!!!“, – ამბობს ინდირა ჯგერნაია.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726774651

საზოგადოება

წყალი 22 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „20 სექტემბერს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშა...

წყალი შეწყდება

1726766934

სპორტი

„ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო... როცა ამ ჯილდოზე წარმადგინეს, გავიფიქრე - „უკვე საუკეთესოთა შორის ვარ“ - გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა VCF Media-სთან ინტერვიუში თავისი კარიერული წარმატების შესახებ ისაუბრა.  გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და...

 გიორგი მამარდაშვილი

1726761546

სოციალური მედია

„ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სასტიკად გაგწირავდნენ!“ - ნატა გულიაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

ნატა გულიაშვილი

1726756093

საზოგადოება

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად.  „მოსალოდნელმა ნალე...

ამინდი

1726751228

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7136 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი