მეუფე შიო: განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან და ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს - სხვაგან ადამიანი ვერსად ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, მშვიდობას და გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში

„განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს... ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან სხვაგან ადამიანი ვერსად ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლის და წმინდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს იქადაგა.

მან მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვა და კურთხევა გადასცა. 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლისა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

ეს წმინდანები ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რადგან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო; ხოლო წმინდა მეფე ვახტანგის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც დღეს ასევე აღვნიშნავთ. შეგვეწიოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ანდრია მოციქულის პირველ შეხვედრაზე უფალ იესო ქრისტესთან. როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, ნათლავდა ხალხს და წინასწარმეტყველებდა მესიაზე, მაშინ მას დაემოწაფა ანდრია და მისი ძმა სიმონი. იმჟამად მას ასევე დაემოწაფა ქრისტეს მომავალი მოციქული და სახარების ავტორი იოანე ღვთისმეტყველი.

და აი, ერთხელ, როდესაც იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესთან იყო თავის ორ მოწაფესთან - ანდრიასა და იოანესთან ერთად, მათ იხილეს მათკენ მომავალი იესო ქრისტე. ნათლისმცემელი აღივსო გამოუთქმელი სიხარულით, თავის მოწაფეებს მიუთითა ქრისტეზე და თქვა: „აი, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“ (ინ. 1, 29). ამ სიტყვებში არის საღვთო განგებულების მთელი საიდუმლო.

მოწაფეებმა რომ გაიგეს, იესო ქრისტე არის მესია, გადაწყვიტეს ქრისტესთან მისვლა და სთხოვეს უფალს, თან წაეყვანა. მაცხოვარმაც წაიყვანა ისინი იქ, სადაც იმჟამად ცხოვრობდა. მათი საუბარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. იქ მომავალმა მოციქულებმა იხილეს და მოისმინეს ისეთი რამ, რაც მათთვის სრულიად ახალი იყო, რამაც მათი გულები გაათბო, რამაც გონება გაუნათა და რამაც განაწყო, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყოთ. მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტესთან შეხვედრამ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იოანემ, რომელმაც სახარება დაწერა, თავისი სახარების პირველივე თავში აღნიშნა ამ შეხვედრის დროც კი. „იქნებოდა ასე, მეათე საათი“ (ინ. 1, 39), - წერს იგი. მეათე საათი ჩვენი დროით არის დღის მეოთხე საათი. შემდეგ იგი სიხარულით აღსავსე გაიქცევა თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ მოციქულ პეტრესთან და ახარებს, რომ: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (ინ. 1, 41).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი და დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. ეს იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, აი, ეს ჟამი, რომ ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, როდესაც თვითონ გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და ვკითხოთ ჩვენს თავს, რომელია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი, ასეთი დრო, ყველაზე ძვირფასი რომელია ჩემთვის და პასუხი იქნება გამომდინარე იქიდან, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ეს არის დაქორწინების დრო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არის შვილის გაჩენა, ვიღაცისთვის - მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება, მაგრამ ამ ყველაფერზე განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო; როდესაც მიიღებს ადამიანი იესო ქრისტეს, როგორც თავის მხსნელს და მაცხოვარს. აი, ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან ადამიანი სხვაგან ვერსად ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოდ მამით და ყოვლადწმინდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე

1736957008

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...

პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე

1736954634

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...

კომფლიქტი