"ქრისტეანობის პირველ ხანაში, მოციქულობის დროს, გრძელი თმების ქონა დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული" - დეკანოზი კორნელი კეკელიძე

დეკანოზი კორნელი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: 

"გარდა ტანისამოსისა, სამღვდელოება განირჩევა საეროთაგან გრძელი თმებით.

ვერც ისტორიაში, ვერც საეკლესიო კანონებში ჩვენ ვერ ვოპივნით გრძელი თმების ტარების გასამართლებელ საბუთებს, პირიქით, აქ ყველგან აკრძალულია გრძელი თმების ტარება.

ქრისტეანობის პირველ ხანაში, მოციქულობის დროს, გრძელი თმების ქონა დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული. მ

ოციქული პავლე ამბობს: „მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმა გრძელად, უშუება არს მისა“ (1 კორ. 11,14).

ოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი ნეტარი იერონიმე, თეოდორე სტუდიელი და სხვები ერთხმად აღუკრძალავენ სამღვდელო პირთ, თითონ ბერებსაც კი, გრეძლი თმების ტარებას, ვინაიდან გრძელი თმების ტარება წარმართებს სჩევიათო.

„მოციქულთა დადგენილებანი“ აგრეთვე აღუკრძალავენ გრძელ თმების დაყენებას, რასაც ისინი მეძავთა და მემრუშეთა თვისებად სთვლიან.

მეშვიდე საუკუნეში არამც თუ გრძელს თმებს არ იყენებდნენ, პირიქით, ჩვეულებაში შემოვიდა თავის კეფაზე მრგვლივ თმების გამოპარსვა.

ასეთი პრაქტიკის მომაგონებელია ახლა მღვდელმთავრების მიერ წიგნის მკითხველად კურთხევადის აღკვეცა.

მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე და 42-ე კანონი მოითხოვს მღვდლებისა და ბერებისაგან, რომ იმათ თმები აღიკვეცონ, თუ მღვდლად და ბერად დარჩენა უნდათ.

ამასვე მოწმობენ პატრიარქი გერმანე (მე-8 საუკუნე), პატრიარქი პეტრე ანტიოქიელი (მე-11 ს.), ვალსამონი (მე-12 ს.). სვიმეონ სოლუნელი ((მე-15 ს.) და ეგრედ წოდებული პიდალიონი (კანონთა განმარტებანი), რომელიც 1800 წელს გამოიცა საბერძნეთში.

ამდენად, გრძელი თმების ტარება ძველად არამცთუ სავალდებულო არაა, პირიქით, როგორც დავინახეთ აკრძალულიც კი არის.

მაშასადამე, ახლაც სავალდებულო არ უნდა იყოს სამღვდელო პირთათვის გრძელი თმების დაყენება.

თვით მათ სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ თმებს ატარებენ ისინი: გრძელსა თუ მოკლეს, შეკრეჭილს", - წერს დეკანოზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა" - მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" გენერალურ დირექტორს მიმართავს

*"არაკაცის ტვირთით ივლი მთელი ცხოვრება, დავით" - ანა ბუჩუკური ყოფილ თანაგუნდელს მიმართავს 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო