საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს - ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მან ასევე აღინიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადმინსტრაცია ფართო მასშტაბით გამოიყენებს ტექნოლოგიებს, შესაბამისად როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და მიგნებები მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ტრადიციულად შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა. ინსტიტუცია, მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევარია, სრულ ღიაობას აცხადებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს მუდმივად აცნობს ვერიფიცირებულ და ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. ჩვენი ღიაობა ასევე გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნითა და იმ ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ემსახურება კენჭისყრის დღის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ჩვენ საქმიანობას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია NDI-ის რეკომენდაციები შესრულების შესახებ.

26 ოქტომბრის არჩევნებს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიები მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ მონიტორინგს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729802324

ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი სასურველი შედეგის მიღწევას მოთმინებითა და სიმშვიდით შეძლებთ. ადამიანების დარწმუნების ნიჭი და დიპლო...

ასტროლოგიური პროგნოზი

1729801465

ახალი ამბები

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი. ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა. რა გახდ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1729795879

საზოგადოება

„გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს“ - რას ამბობს დემნა გვასალიას დედა

ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დედის ელა გვასალიას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც Harper's Bazaar-მა ჩაწერა.  „ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც...

დიზაინერი

1729787066

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული...

ცესკოცესკო

1729784185

საზოგადოება

ცხინვალში ავტომობილი 82 წლის ქალს დაეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში ავტომობილმა 82 წლის ქალი გაიტანა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.  ავარია ოქტომბრის და ჩკალოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. „ვაზ 21010“-ის მძღოლი ცხინვალის მკ...

ცხინვალი