ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

„საინტერესო შეხვედრა გავმართე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში რათა დააკვირდნენ ჩვენს არჩევნებს. მათ განსაკუთრებულ ყურადღების საგანს სწორედ რომ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს, როგორც არჩევნებამდე დანერგვის ნაწილში, ასევე, მათი გამოყენების ასპექტები კენჭისყრის დღეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი დედაქალაქში მოახდენენ დაკვირვებას. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.

მისი თქმით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს.

შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ოქტომბერს გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729801465

ახალი ამბები

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი. ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა. რა გახდ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1729795879

საზოგადოება

„გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს“ - რას ამბობს დემნა გვასალიას დედა

ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დედის ელა გვასალიას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც Harper's Bazaar-მა ჩაწერა.  „ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც...

დიზაინერი

1729789340

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს - ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების...

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

1729787066

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული...

ცესკოცესკო

1729784185

საზოგადოება

ცხინვალში ავტომობილი 82 წლის ქალს დაეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში ავტომობილმა 82 წლის ქალი გაიტანა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.  ავარია ოქტომბრის და ჩკალოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. „ვაზ 21010“-ის მძღოლი ცხინვალის მკ...

ცხინვალი