საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.

იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისი შინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლად ჩატარებას. ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისათვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729802324

ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი სასურველი შედეგის მიღწევას მოთმინებითა და სიმშვიდით შეძლებთ. ადამიანების დარწმუნების ნიჭი და დიპლო...

ასტროლოგიური პროგნოზი

1729801465

ახალი ამბები

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი. ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა. რა გახდ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1729795879

საზოგადოება

„გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს“ - რას ამბობს დემნა გვასალიას დედა

ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დედის ელა გვასალიას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც Harper's Bazaar-მა ჩაწერა.  „ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც...

დიზაინერი

1729789340

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს - ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების...

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

1729784185

საზოგადოება

ცხინვალში ავტომობილი 82 წლის ქალს დაეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში ავტომობილმა 82 წლის ქალი გაიტანა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.  ავარია ოქტომბრის და ჩკალოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. „ვაზ 21010“-ის მძღოლი ცხინვალის მკ...

ცხინვალი