"სანამ სოციუმი პრიმიტიული ინსტინქტებით იცხოვრებს, შიშში, სიღარიბეში, გაუნათლებლობაში; აგრესია და სისასტიკე იქნება ინდივიდთა გადარჩენისა და თვითგამოხატვის მთავარი ბაზისური ინსტინქტი"
აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული, საქართველოში გახშირებულ ფემიციდს ეხმაურება და წერს:
"სისასტიკე - ადამიანის პრიმიტიული ქვეცნობიერის ერთ-ერთი საფუძველია; მისი ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი.
როდესაც სოციუმი ძირითადად ბაზისური ინსტიქტებით ცხოვრობს, რაც გამოიხატება გამუდმებულ შიშში და გადარჩენის სასოწარკვეთილ მცდელობაში, ცნობიერი, ანუ განათლების კოლექტიური პროდუქტი, ჯერ დეგრადირდება, მერე კი გაცვეთილი მუხრუჭივით ვეღარ აჩერებს აწყვეტილ ქვეცნობიერს.
ეს დეჰუმანიზაციის, ანუ ცხოველურ საწყისებთან დაბრუნების პროცესია.
ამ პროცესის ბოლოსწინა ეტაპი ფიზიკურად სუსტების და შედარებით დაუცველების მიმართ გამოხატული უკონტროლო აგრესიაა.
შესაბამისად, ამ ეტაპის იზოლირებული აღმოფხვრა შეუძლებელია, სოციუმის დეგრადირება და ხრწნა თუ არ შეჩერდა.
ასევე, ფუნდამენტური შეცდომაა ისიც, თუ სუსტთა და დაუცველთა მიმართ აგრესია რაიმე განცალკევებულ ფენომენად იქნება აღქმული.
ასეთი ილუზიის შექმნა მავნებლური და საშიშია, რადგან მთავარი პრობლემის, დეჰუმანიზაციის არსებობაზე თვალის დახუჭვაა.
სანამ სოციუმი პრიმიტიული ინსტიქტებით იცხოვრებს, შიშში, სიღარიბეში, გაუნათლებლობაში; აგრესია და სისასტიკე იქნება ინდივიდთა გადარჩენისა და თვითგამოხატვის მთავარი ბაზისური ინსტინქტი", - წერს მედიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "თუ საჭიროა, ვიქნები პარტიის რიგითი წევრი, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ" - ლევან ხაბეიშვილი
1714066526
საზოგადოება„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...
1714065355
ახალი ამბები„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი
„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...
1714065155
სპორტივაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....
1714061589
ახალი ამბებიკახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...
1714060591
ახალი ამბებისინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...