საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.

„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში.

„თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728133617

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა.  მედლები მოიპოვეს: ლუკა მარტიაშვილმა (80კგ) ოქრო, თემურ სიმსივემ (110კგ) ო...

მოჭიდავეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა

1728117666

სპორტი

საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

 ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პ...

საბა ქარდავა