საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 46 000 ევროთი დააჯარიმეს

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების უმეტესი ნაწილი, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე UEFA-ს ორგანიზატორებმა ჯამში 1 293 645 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჯარიმა დაეკისრათ, საქართველოც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარიმის დიდი ნაწილი საქართველო-თურქეთის დაპირისპირებამდე, გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯამში 46 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

არსებული ცნობით, სულ, 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაჯარიმდა.

„ჯარიმები, რომელთა ჯამური რაოდენობაც 1 293 645 ევროა, უკავშირდება მატჩების დროს ეროვნული გუნდებით გულშემატკივრებს. ამასთან, მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა იმისთვის, რომ ვერ უზრუნველყო სათამაშო მოედნის უსაფრთხოება (იგულისხმება თამაშების დროს, მოედანზე გადასული გულშემატკივრები) ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის თამაშის დროს. ასევე, თურქეთისა და საქართველოს შეხვედრებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, The New York Times-ის ცნობით, რვა გუნდი - უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია მათი გულშემატკივრების ქცევის გამო, ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში დაჯარიმდა. ხოლო 24-იდან 21 გუნდი, ჯგუფური ეტაპის მინიმუმ ერთი თამაშის დროს დაფიქსირებული დარღვევებისთვის დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯარიმების გარეშე მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი დატოვა.

ყველაზე დიდი ჯარიმა (220 875 ევრო) ხორვატიას, ალბანეთს (171 375 ევრო) და სერბეთს (166 625) დაეკისრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმების უმეტესი ნაწილი მოედანზე საგნების სროლას უკავშირდება, პიროტექნიკის - მათ შორის, ფოიერვერკებისა და შაშხანების გამოყენებისთვის აგრეთვე მრავალი გუნდი დაჯარიმდა.

ალბანეთი და სერბეთი აგრეთვე დაჯარიმდნენ „ღონისძიებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის“, რაც ეხება ამ ქვეყნების სასაზღვრო ტერიტორიებთან დაკავშირებული დროშების გამოფენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისი ჯამში 12 500 ევროთი დაჯარიმდა, მათ შორის, 2 500 ევრო დაეკისრა დანიასთან შეხვედრაში დაფიქსირებული ფრის დროს, მოედანზე საგნების სროლისთვის. ხოლო 10 000 ევრო ქვეყანას სლოვაკეთთან შეხვედრის დაწყებამდე, „ეროვნული ჰიმნების შესრულების წესების დარღვევისთვის“ დაეკისრა.

გერმანიასთან შეხვედრისას მოედანზე საგნების სროლის გამო 9 000 ევროთი დაჯარიმდა შოტლანდია, კიდევ 3 375 ევრო კი ქვეყანას შვეიცარიასთან შეხვედრაში გულშემატკივართა ანალოგიური ქცევისთვის დაეკისრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა

1720098539

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა

1720093922

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში...

 გაჩენილი ხანძარი

1720090660

საზოგადოება

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფერდზე ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამ გა...

ხანძარი ბათუმში