საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„2 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.

2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა

1720098539

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა

1720093922

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში...

 გაჩენილი ხანძარი

1720090660

საზოგადოება

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფერდზე ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამ გა...

ხანძარი ბათუმში