სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

„სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები“, - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამ ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:

„თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალია შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“. (Making votes count, Report on the 2016 elections)

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს, შეიძლება იყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად, რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ყველამ იხილა ის მაღალი აქტივობა, როდესაც ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა მათი რეგისტრაციის ადგილის და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი. სწორედ ამიტომ, ეს მეთოდი გამოსადეგია სტატისტიკური ანომალიების აღმოსაჩენად, რომელიც იმსახურებს შემდგომ ყურადღებას და ის გამოიყენება ისეთი ტრადიციული მეთოდების დამატებით საშუალებად, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება საარჩევნო უბნებზე, ხმების პარალელური დათვლა და სხვა.

აღსანიშნავია, თავად მკვლევრის განცხადებით, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემის წესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონული გადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით მოხდა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730726771

საინტერესო ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1730723833

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...

გიორგი კალანდარიშვილი ENEMO-ს შეხვდა

1730723609

საზოგადოება

თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...

ზოგადი

1730720148

სოციალური მედია

„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...

ნინი ქარსელაძე

1730716076

სპორტი

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახ...

ვილი სანიოლი