"უპრობლემო ორსულობა, ფატალურად დამისრულეს... 3 წელი გავიდა, სიმართლის დადგენაში" - ზუგდიდის "ევექსის" კლინიკის მეან-გინეკოლოგ ბესიკ შაკაიას სამედიცინო საქმიანობა სამი თვით შეუჩერდა, ხოლო მის ექთანს წერილობითი გაფრთხილება მიეცა
ზუგდიდის "ევექსის" კლინიკის მეან-გინეკოლოგს, გინეკოლოგიური განყოფილების გამგეს ბესიკ შაკაიას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო საქმიანობის უფლება სამი თვის ვადით შეუჩერდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი, სოფია სალია წერს და შესაბამისი გადაწყვეტილების ფოტოს ავრცელებს.
სოფიო სალია, შაკაიას სამედიცინო საქმიანობის გულგრილად ჩატარებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც მისი ჩვილი დაიღუპა.
"3 წელი გავიდა, სიმართლის დადგენაში... ეს ფურცელი და 3 თვით შეჩერებული ლიცენზია არ დამიბრუნებს და არ დამავიწყებს იმ ტკივილს და დანაკარგს, რაც თქვენ გამო გადავიტანე!
მაგრამ იყოს აქ, რომ ყველამ ნახოს და გაიგოს, სრულიად უპრობლემო ორსულობა (და არა რამე საფრთხილო) როგორ ფატალურად დამისრულეს...
3 თვე სწრაფად გავა, ისევ დაბრუნდება სამუშაოდ!
და თქვენ კი ფრთხილად იყავით ყველასთან!!! მიუდექით ყველას კრიტიკულად!
არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ბრმად! როგორი რეკომენდაციაც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ექიმს!
მეც უუდიიდესი რეკომენდაციის წყალობით მოვხვდი მასთან.... არავინ გააღმერთკაცოთ!
პ.ს. მსგავს შემთხვევებზე ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი იქ, სადაც საჭიროა.
ისევ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის და ისევ მათთვის, რომ უფრო ფხიზლად იმუშაონ!!!
პ.პ.ს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მომცა ძალა ეს დამემტკიტებინა.
რეგულირების სააგენტო
საია ზუგდიდის ფილიალი
კესარია ჩახაია
და ყველას უკლებლივ, ვინც ერთი სიტყვით მაინც, შემეწიეთ ამ საქმეში", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.
1732359901
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...
1732356459
საზოგადოება„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია
პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...