ლონდონში საათში ერთხელ ოფიციალურად ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში საათში ერთხელ ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ლონდონის პოლიციაში გაუპატიურების შესახებ 8, 800 შეტყობინება შევიდა, რაც საშუალოდ 24 შეტყობინებას ნიშნავს. 

ლონდონში საათში ერთხელ ოფიციალურად ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება
 უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კვლევის შედეგებს „საშინელება“ უწოდეს და ვარაუდობენ, რომ სექსუალური დანაშაულის რეალური მასშტაბი გაცილებით დიდია.

ლონდონის პოლიციაში და დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გასულ წელს პოლიციაში „სხვა სექსუალური დანაშაულის“ შესახებ 11 ათასი შეტყობინება შევიდა და მათი მეოთხედი 18 წლადმე ახალგაზრდებს ეხებოდათ.

2018-დან 2023 წლებში მსგავსი ტიპის რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და წელიწადში დაახლოებით 20 000 მიაღწია.

დიდ ბრიტანეთში 2022 წელს 16 წელზე უფროსმა 800 000-მა ქალმა განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ  წელიწადში მინიმუმ ერთხელ გაუპატიურება ან სექსუალური ძალადობა იყო ჩადენილი. გარდა ამისა, 2023 წელს ლონდონის პოლიციას 4 300-მა ბავშვმა მიმართა, რომლებიც გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვების წინააღმდეგ გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის ფაქტები ლონდონში 2 საათში ერთხელ ხდება.

როგორც ბავშვების წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობის დაუშვებლობის ეროვნული საზოგადოების დირექტორის მოადგილე ენ ფიცჯერალდი აცხადებს, ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულები რეკორდულ ნიშნულზეა და ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს, რათა ეს პრობლემა გადაჭრას.

უფლებადამცველი ორგანიზაციები პროკურატურის და პოლიციის მუშაობის არაეფექტიანობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა „დაკარგული ნდობა უნდა აღიდგინონ“. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726815994

ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მუშაობის განწყობა არ გაქვთ და მიზეზებს ეძებთ, რომ საკუთარი მოვალეობები სხვას გადააბაროთ. გირჩევთ...

ჰოროსკოპი

1726812611

სპორტი

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო თბილისშია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. ის ხვალ „მილანის“ მაისურით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხზე იასპარეზებს. რივალდოს გარდა, შეხვედრაში „მილანის“ შემადგენლობაში აგრეთ...

რივალდო თბილისშია

1726809687

საზოგადოება

„მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ…“ – მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ინდირა ამბობს, კესოსთან ხშირად უსაუბრია, შეიძლებოდა თუ არა მისი მეგობარი ბიჭის ნდობა. მომღერლის...

ინდირა და კესო

1726777701

სოციალური მედია

„9 წელი ქორწინებაში“ - ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს ს...

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე

1726774651

საზოგადოება

წყალი 22 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „20 სექტემბერს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშა...

წყალი შეწყდება