„არჩევნების შემდეგ პარტია ან გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში“ - ნიკა მელია

არჩევნების შემდეგ პარტია ან გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში, - ამის შესახებ  Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია წერს.

„რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე - რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ.

ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა, რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა, რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს.

ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება. ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით - ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში. კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია, დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!, - წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია.

ასევე საინტერესოა:

🔵 იტალიაში ემიგრანტი ონისე ქობალია ტრაგიკულად დაიღუპა - ExclsiveTV-ის გარდაცვლილის ოჯახი დაუკავშირდა

🔵 რატომ აირჩია 77 ნომერი ხვიჩა კვარაცხელიამ? - ფეხბურთელის განმარტება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714115252

სოციალური მედია

„არ მგონია მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით, მას აძლიერებდეს... ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა“ – ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების ოჯახზე

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება პირველად მოხდა. მსახიობი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნ...

ყიფშიძეების ოჯახი

1714112840

სოციალური მედია

„თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს, ისინი მალე, მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვე...

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

1714075598

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/...

წყალი

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი