იტალიაში ემიგრანტი ონისე ქობალია ტრაგიკულად დაიღუპა - ExclsiveTV-ის გარდაცვლილის ოჯახი დაუკავშირდა

იტალიაში, ქალაქ ბერგამოში ქართველი ემიგრანტი 33 წლის ონისე ქობალია დაიღუპა. თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზის შესახებ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. რედაქციაში ქობალიას მეუღლე ელენე ხვედელიძე და მამიდაშვილი ფატი ბულია დაგვიკავშირდნენ. მათი თხოვნით მართებულ ინფორმაციას ვაქვეყნებთ.
ტრაგედია 24 იანვარს მოხდა. როგორც ირკვევა, ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ქობალიასთან ერთად მისი უკრაინელი დამსაქმებელიც იმყოფებოდა. ისინი ტოსკანადან, ლივორნოდან ბერგამოში სამუშაოს გამო, ერთი თვის წინ წასულან, სადაც ბინის რემონტზე მუშაობდნენ. უწესიერესი, უპატიოსნესი, საოცარი ადამიანი... ასე ახასიათებენ ონისე ქობალიას ადამიანები, რომელთაც თუნდაც პატარა შეხება ჰქონიათ მასთან.
ელენე ხვედელიძე, მეუღლე: ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით, 11 თვეა რაც ერთად ვართ. 5 მარტს ჯვრისწერა უნდა გვქონოდა და ეს უბედურება დაგვატყდა თავს. ბერგამოში წამოიყვანეს მეტლახის დასაგებად. თავის უკრაინელი დამსაქმებელი სულში ისვამდა, როდესაც ნახა რა ადამიანი იყო. ცრემლის მორევში გავატარე და ვატარებ.
საკუთარ ფეისბუკ გვერდზე კი, ელენე სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს: "ონისეეეე! ჩემო ყველაზე ალალმართალო ბიჭო. რატომ გამიშვი ხელი, ჩვენ ხომ ბევრი გეგმები გვქონდა მიზნად დასახული. 5 მარტს ხომ ერთი სული გვქონდა ქორწილი გადაგვეხადა. ჩემი ოცნება იყო თეთრი სადედოფლო ჩამეცვა და შენთან ერთად საკურთხეველთან ფიცი დამედო, ფიცი რომელიც ჩვენს სიყვარულს უფრო მტკიცეს გახდიდა. ერთი სული მაქვსო ცრემლებით სავსე თვალებით მეუბნებოდი როდის გნახავ დედოფლის ფორმითო. შენ კი მიმატოვე! დამტოვე მარტოდ ამ ტკივილთან, ამ ჯოჯოხეთ დღეებთან! მეწვის სული მტკივა ვერ ვისვენებ! რა გავაკეთო მითხარი რა მოვიმოქმედო, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, ადამიანო პატიოსანო სულის მატარებელო! შეხვედრამდე ჩემო ბიჭო".
ფატი ბულია, მამიდაშვილი: მთელი ცხოვრება ჩემთან იყო, ონისე ჩემი გაზრდილია, ჩემს გულზე გაზრდილი ბავშვია. ჩემი ძმა არის, ბიძაშვილი კი არა. ერთად ვიყავი საქართველოშიც და იტალიაშიც ყველგან ერთად ვიყავით. ჩემი ონისე...
ოჯახი ონისე ქობალიას საქართველოში გადაასვენებს.
ExclusiveTV-ის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
1679761200
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...
1679758800
საზოგადოებასალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა
საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პრ...
1679755800
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს...
1679752800
საზოგადოება"მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო" - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: "შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ...
1679750400
საზოგადოება"ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს" – მერაბ მეტრეველი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს
"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომე...