„როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო... ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია“ - ნატო გელაშვილი
9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.
მომღერალი ნატო გელაშვილიც მათ სიაშია, ვისაც აღნიშნული ქმედება არ მოსწონს და მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..
ვისაც სასახლის(კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა, როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ, რომ ეს სასახლე შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…
არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ.
მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ.
მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას“, - წერს ნატო გელაშვილი.
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...
1786604215
ახალი ამბებიგომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...
1786601662
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...































