„ვინც, ამ ანტირელიგიურ სატანურ, რიტუალს დაესწარით, განსაკუთრებით გაცნობიერებულად - მიმიფურთხებია თქვენთვის! - გიორგი ლობჯანიძე
9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე მათ სიაშია, ვისაც აღნიშნული ქმედება არ მოსწონს და მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„რა ნეგატიური კითხვის ნიშნები დატოვა გუშინდელმა აქციამ, ბევრი დროზე ადრე წამოვიდა სახლში, ზოგიც კითხვით შემეხმიანა ... საიდან მოდის პრობლემები და როგორ შეიძლება სისტემური ბრძოლა ქაოსიდან გამოსასვლელად, მოდით კარგად ჩავუღრმავდეთ:
სანამ, წუხანდელ უსიამოვნო რიტუალს შევეხებოდე და რატომ იყო ცუდი ამას ცალკე ვიტყვი, იქამდე ცოტა შორიდან მსურს დავიწყო საუბარი და ავხსნა სუფთა ენერგეტიკული თვალსაზრისით რაშია საქმე:
მატრიცას, როგორც ენერგეტიკულ გარემოს, ქმნიან ისევ ადამიანები. რა გარემოც შეიქმნება, ყალიბდება ფართო ველზე იმ აზროვნების კატეგორიის მუხტები, გადაზრდილი - მცირე სექტებში თუ დიდ ორგანიზაციებში.
მატრიცული თეორია იმდენად ღრმა სისტემაა, რომ თუ გარემო დაბინძურდა, ჩათვალეთ ვირუსივით ვრცელდება შემდეგ უკვე ადამიანებზე და ეს ინფორმაციული ნაკადი ბევრს გაიყოლებს, ბევრს აქცევს ვამპირად და უბრალოდ მატრიცული სისტემის ტროლ-ბოტად.
მატრიცული დაბინძურებული გარემო შეიძლება იყოს ლოკალურიც, ანუ კონკრეტული ადგილისთვის განსაზღვრული. როცა რამე მოხდება, აბა, დააკვირდით, აბსოლუტურად ყველა ადამიანს ახსენდება საპროტესტოდ რუსთაველის გამზირი. განა მხოლოდ იმიტომ რომ იქაა პარლამენტი და წყვეტენ ქვეყნის ბედს? სულაც არა და აქ ცდებით!
ეგ ადგილი მსხვერპლს და სისხლს ითხოვს. მე წლების წინ, როდესაც ვეცნობოდი წმინდა ბერი გაბრიელის საუბრებს, მაშინ ახსენა საოცრად რომ სანამ ტაძრის ქვები არ დაუბრუნდება მკვიდრ ადგილს, იქამდე მუდამ ლეწვა იქნებაო.
არადა, ისტორიას თუ გადავხედავთ, დღევანდელი პარლამენტის ადგილას იყო ტაძარი, მაგრამ რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, მხოლოდ ტაძარი კი არ იყო, ტაძარს ჰქონდა ეზოც და იქ იყო ერთგვარი სასაფლაოც, რომელიც მერე უჯიშო - ურწმუნო კომუნისტებმა დაანრგიეს და მგონი დღემდე არ იციან სიწმინდეებთან ერთად იმ გვამების ადგილსამყოფელიც. მერე ისე მოხდა, რომ ცხონებულ ზვიადის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბევრი რეფორმის გატარება სურდა თუმცა იმ შენობაშივე ჩამოაგდეს და მანდვე გამოუტანეს განაჩენი სამოქალაქო ომით და ისევ სისხლის ღვრით.
წლების წინ ერთი ჩვენი ნაცნობი კოლეგაც, რომელსაც დიდი შინაგანი მხედველობის თვალი ჰქონდა კითხულობდა - აქ ვინ მოკლესო? აი, ამ ეკლესიის და სასაფლაოს ნანგრევებზე, სადაც პირველი პრეზიდენტიც გაისტუმრეს იმ ქვეყნად, აშენდა პარლამენტი და დღეს შიგნით, სადღაც ჯურღმულშია სარდაფი პატარა ტაძრით, ხოლო ზემოთ იმართება სამთავრობო დიქტატი. გასაოცარია, ღმერთი დაბლა - ადამიანი მაღლა. მსგავსი მაგალითი თუ სადმე არსებობს მე არ ვიცი.
გუშინ კი, აქციის მონაწილეებმა დაწვეს კუბო, რომელზედაც მაცხოვარია როგორც ვხედავ გამოსახული. შობის მარხვაში, ვისადმიც არ უნდა იყოს ეს მიძღვნილი, ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს რომ წვავთ, რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, ვერაა და არცაა კარგი საქციელი.
ყველას გვაქვს მთავრობასთან კითხვები, ბევრს არ მოსწონს მათი მმართველობა, არც ცემა-ტყეპა, მესმის, ვინც ,,გულწრფელად’’ აპროტესტებს, თუმცა, როცა რამის გაკეთებას დააპირებთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ - ხან და ხან, ამ ქმედებით კი არ შველით საქმეს, არამედ, ცეცხლზე ნავთს ასხამთ.
ვინც, ამ ანტირელიგიურ სატანურ რიტუალს დაესწარით, განსაკუთრებით გაცნობიერებულად - მიმიფურთხებია თქვენთვის! თუ იცოდით, რაც იყო (ქრისტეს გამოსახულება კუბოზე), მაგრამ იდექით! თუმცა, ვინც იყავით, ჯამში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ეცადეთ დაიცვათ შობის მარხვა, ალალია თქვენზე ბოდიშის მოხდაც და ზიარებაც. ვინც სხვანაირად ფიქრობთ, არც ესაა პრობლემა, ამ მესიჯსაც თქვენთვის ვწერ და ჩემი ქვეყნისთვის, რომ ზუსტად ეგ ადგილი მსხვერპლს ითხოვს და ასე იქნება ყოველთვის, სანამ სამართალი არ იზეიმებს და სიწმინდე თავის ადგილს არ დაუბრუნდება.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩვეულებრივი აზრობრივი სამოქალაქო ომია უკვე გამოცხადებული. სოც.ქსელში, მით უმეტეს. მართლა გავა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება.
ორი კასტაა საქართველოში - ყველგან და ყველაფერში: ან ნათელში ხარ ან ბნელში. არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმესთან კონფრონტაციის, ვიმეორებ - დაისვა კითხვები - თქვენთვის ვწერ. თუ სხვა აზრი გაქვთ, ნება თქვენია, თუმცა მერე რით ვერ გვეშველას ძახილი არ იყოს.
არეულობა კია, მაგრამ კეთილი სურვილებით, მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
1737739236
მსოფლიო„ჰამასი“ ოთხი მძევალი ქალის სახელს აქვეყნებს, რომლებიც ხვალ გაათავისუფლებენ
„ჰამასი“ აქვეყნებს ოთხი ისრაელელი მძევალი ქალის სახელს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი 25 იანვარს გაათავისუფლებს 477 დღის ტყვეობის შემდეგ. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მედიას სთხოვეს, არ გაამჟღავნონ გვარ...
1737737421
მსოფლიოპუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი, შესაძლოა, არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. „დონალდ ტრამპი თუ ი...
1737736331
მსოფლიოკალასმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში მიიწვია, რათა დაესწროს ევროკავშირის წარმომადგენლებთან...
1737734322
მსოფლიოპუტინი: ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის
„ჩვენ მზად ვართ უკრაინის პრობლემატიკაზე მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ვლადიმირ პუტინის თქმით, „რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების...
1737731469
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ამოცანაა, ამერიკასთან აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობაზე...