„მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მსუბუქი ვარჯიში და ძუნძული უკვე დავიწყე“- რას ჰყვება ანზორ მექვაბიშვილი
ახალგაზრდა ნახევარმცველს ანზორ მექვაბიშვილს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე საპასუხისმგებლო მისია შეხვდა - შეცვალა საქართველოს ნაკრების ხერხემალი ოთარ კიტეიშვილი. ამ მისიას მექვაბიშვილმა თავი ბრწყინვალედ გაართვა და კარგი მატჩები ჩაატარა.
მექვაბიშვილი რუმინულ „კრაიოვაშიც“ სტაბილურად თამაშობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა აგვისტოს ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო და იმის შემდეგ, არ უთამაშია. 11 ტურის შემდეგ, მექვაბიშვილის გუნდი 19 ქულით მეორე პოზიციაზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ევრო 2024-ზე მან ჩეხეთთან და თურქეთთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, პორტუგალიასთან კი შეცვლაზე შევიდა. დაფარულ მანძილებში მექვაბიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.
გამოცემა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში, ანზორ მექვაბიშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მსუბუქი ვარჯიში და ძუნძული უკვე დავიწყე, მალე ბურთთან ერთად ვარჯიშსაც განვაახლებ. უახლოეს მომავალში ფეხზე კიდევ ერთხელ შემამოწმებენ და ამის შემდეგ მეცოდინება, როდის დავუბრუნდები მოედანს.
ეს პერიოდი მენტალურად საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ყველაფერი მალევე გავათვითცნობიერე და ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში უკვე ფიქრი იმაზე დავიწყე, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. რთულია, როცა ტრავმას ისეთ პერიოდში იღებ, როცა თამაშობ და ფორმაში ხარ, თუმცა ტრავმაც ფეხბურთის ნაწილია. ჩემი მიზანია, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე და კვლავ ძველებურად ვითამაშო“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
1763201844
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...
1763201708
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...
1763199330
ახალი ამბებიპროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...
1763197491
ახალი ამბებიკახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს
კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...
1763196372
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი
„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...






























