სტადიონზე ხალხი კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების სანახავად დადის - დრის მერტენსი

Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა „ნაპოლის“ყოფილმა ფეხბურთელმა, დრის მერტენსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ მისი სახლია და სურს, რომ ერთ დღესაც იქ დაბრუნდეს.

ფეხბურთელმა ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც „ნაპოლის“ და ბელგიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა აღნიშნა, კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელების სანახავად დადის ხალხი სტადიონზე.

„მე ნეაპოლში ცხოვრება მსურს. მენატრება ჩემი სახლი, ისევე როგორც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების გარკვეული ასპექტები. მე იქ გარეთ მანქანის გარეშე გავედი, გავისეირნე ქალაქში და ხალხთან ერთად ვისადილე. საკუთარ თავს ბელგიელად ვგრძნობ თუ ნეაპოლელად? ჩემი ცოლი ამას ხშირად მეკითხება. როცა ბელგიაში ვბრუნდები, ისევე როგორც სტამბოლში, ქუჩაში ვსეირნობ და თავს ნეაპოლელად ვგრძნობ. ჩემს შვილს, ჩიროსაც ნამდვილად ნეაპოლელად ვზრდი.

არ ვიცი, რა გახდა გასულ სეზონში „ნაპოლის“ წარუმატებლობის მიზეზი, შესაძლოა, ჩემპიონობა ძალიან დიდხანს იზეიმეს (იღიმის). ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იქნებოდა, ასეთი მოვლენა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ მართო სიტუაცია.

კვარაცხელია თუ მომწონს? ვის არ მოსწონს? ხალხი სტადიონზე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად მიდის. ძალიან სანახაობრივი ფეხბურთელია და 2023 წლის სკუდეტოც დიდწილად მისი დამსახურებაა“, - განაცხადა მერტენსმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1729167308

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...

თამო ვაშალომიძე

1729163404

ახალი ამბები

მაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია იმასთან დაკავში...

კაცის ცხედარი ამოიყვანეს

1729161010

საზოგადოება

ცნობილია, ვის დაუპირისპირდება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში

შვეიცარიაში, უეფას სათავო ოფისში ჩატარებულ წილისყრაზე გაირკვა, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატია იქნება. საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ორმატჩიან დაპ...

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები