„ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი“ - გიორგი გველესიანი

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ წერს.

იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. 

ვამაყობ რომ ქართველი ვარ!

რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,  რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33-წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი,ვისაც ოდესმე შევხევდრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.
ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხვდით, რომელთა წინააღმდეგ „ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა, ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს, საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!“, - წერს გიორგი გველესიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა

1720098539

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა

1720093922

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში...

 გაჩენილი ხანძარი

1720090660

საზოგადოება

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფერდზე ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამ გა...

ხანძარი ბათუმში