„ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“ - ლივერპულის მწვრთნელი მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტი დაინტერესდა, უყურა თუ არა „ლივერპულის“ მეკარემ „ხეტაფესთან“ მამარდაშვილის კარგ თამაშს და „სეივებს“.

ამაზე, არნე სლოტმა აღნიშნა, რომ მატჩის საყურებლად ვერ მოიცალა, თუმცა გუნდი მამარდაშვილის თამაშს თვალს ადევნებს და მისი პროგრესი სახეზეა.

„დარწმუნებული ვარ, კლუბი მის პროგრესს თვალს დეტალურად ადევნებს. მე ძირითადად თამაშებზე და პრესკონფერენციებზე ვარ, ხანდახან ბიჭებსაც ვავარჯიშებ ხოლმე (იცინის). შესაბამისად, მისი თამაშის ყურება ვერ შევძელი, თუმცა სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ კარგი „სეივები“ ჰქონდა. ეს ჩემთვის სიურპრიზი არც არის, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“, - ამბობს სლოტი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილს კონტაქტი გაუფორმა. თუმცა, მიმდინარე სეზონზე ის იჯარით „ვალენსიაში“ დარჩა.

როგორც გიორგი მამარდაშვილი ამბობს, მომავალ ზაფხულს „წითლების“ ნომერ პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლოს იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ალისონ ბეკერი კლუბში იმ დროისთვის, როდესაც ის „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდება.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745507617

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობ...

ლევან დავითაშვილი

1745506085

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების მერვედფინალშია

1745505952

ახალი ამბები

შსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...

შსს

1745505005

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება - „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო

„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო“, - ამის შესახებ საპარლამენტ...

ირაკლი ზარქუა

1745503204

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ზელენსკის მშვიდობა არ სურს

დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა გააზიარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის დარგში თ...

დონალდ ტრამპი უმცროს