აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორის თავად ზელენსკიზე, რომლებიც ამბობენ, რომ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მაგრამ, თუ ჩვენ ამ ქვეყნებში არსებულ რეალურ სიტუაციას და უკრაინაში ზელენსკის მთავრობის მოქმედებებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ საპირისპირო ხდება. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, პოლიტიკური პარტიები ზეწოლის ქვეშ არიან, იკრძალებიან, ხოლო მათ ლიდერებს ციხეში სვამენ. აღმსარებლობის თავისუფლება იზღუდება, ეკლესიები იხურება. პოლიტიკური ოპოზიცია იხშობა, ხოლო მასმედია სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. შეიძლება მრავალი მაგალითის ჩამოთვლა, რომელიც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - თქვა გაბარდმა.

ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ევროპის მიმართ კრიტიკულ გამოსვლას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში.

„ამიტომ, ჩნდება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა: ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან - ეს ნათელია. მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? და მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი - თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“, - დასძინა გაბარდმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი